საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით ეკონომიკური საბჭოს სხდომა მიმდინარეობს. როგორც სხდომაზე ღარიბაშვილმა აღნიშნა, ,,თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი" მაღალი სტანდარტებით ჩატარდა.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში გაუფასურდა. ერთი დოლარის ოფიციალური ფასი 2.3937 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.3864 ლარს შეადგენდა.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში გაუფასურდა. ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ფასი 2.3838 ლარი გახდა.
ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, რომ ლარი-დოლარის გაცვლითი კურსი ქვემოთ ჩამოვა. მინისტრმა ამის მიზეზები გაზეთ „კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში დაასახელა.
„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში, „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკულ კორპორაციასა“ და უდიდეს ჩინურ კორპორაცია „Dongfang Electric”–ს შორის რამდენიმე შეთანხმება გაფორმდა. ხელმოწერის ცერემონიას საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრო.
ანაკლიის პორტის უკან 600 ჰექტარზე თავისუფალი ინდუსტრიული ზონა გაკეთდება, რომელიც ასევე შექმნის დამატებით სამუშაო ადგილებს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განუცხადა.
ახალი აბრეშუმის გზა შექმნის ბევრ შესაძლებლობას და საქართველოს საერთაშორისო ვაჭრობის ცენტრად აქცევს, –ამის შესახებ არაბეთის გაერთიანებული საამიროების შეიხმა ნაჰაიან მუბარაქ ალ– ნაჰაიანმა საქართველოს პრემიერ–მინისტრთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ყველა მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვან ინვესტიციებს ველოდებით, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განუცხადა.
2015 წლის 12 ოქტომბერს „ცხენისწყლის ჰესების კასკადის“ პროექტის განხორციელებას ჩაეყარა საფუძველი. საქართველოს თანაინვესტირების ფონდსა და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს შორის გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმი „ცხენისწყლის ჰესების კასკადის“ ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის, მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების შესახებ.
ვიცე-პრერმიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე სულხან ზუმბურიძე, თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ზექი ლევენთ გუმრუქჩუ და საქართველოში „აზიის განვითარების ბანკის“ მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორი იეშიმ ელჰან კაიალარი მარნეულის მუნიციპალიტეტში ახალი, 500 კვ ქვესადგურის „მარნეული-500“-ის მშენებლობის დაწყების ოფიციალურ ცერემონიას დაესწრნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.