"ძალიან განვიცდი, რომ ყველა რეგიონში, სოფლებში, ჩვენ ვხედავთ მიტოვებულ, განადგურებულ და გაჩანაგებულ ქარხნებს, რომლებიც 25-30 წლის წინ მუშაობდნენ", ეს განცხადება საქართველოს პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ორხევის დასახლებაში პლასტმასის საცობების ახალი საწარმო "ჯეო კეპი"-ს გახსნაზე განაცხადა.
საქართველოს ეროვნული ბანკის დღევანდელ სავალუტო აუქციონზე სებ-მა 20 000 000 აშშ დოლარი გაყიდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.
ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში მცირედით გამყარდა. 1 აშშ დოლარის ოფიციალური ფასი 2.3957 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსი, რომელიც აქამდე მოქმედებდა, 2.4074 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0117 ლარი შეადგინა.
სახელმწიფო პროგრამის "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში უკვე 123 პროექტია დაფინანსებული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ლილოს დასახლებაში განაცხადა, სადაც მაღალტექნოლოგიური ფარმაცევტული საწარმო Ynnovas-ი გახსნა.
პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს ლილოს დასახლებაში ახალ საწარმოს გახსნის. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, საწარმო "ინნოვასი" "აწარმოე საქართველოს" ფარგლებში აშენდა. პროექტის ჯამური ინვესტიცია 4 მლნ აშშ დოლარამდეა.
საქართველოს ვიცე- პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ გაზრდილ ენერგო-ტარიფებთან დაკავშირებით მორიგი კომენტარი გააკეთა და განმარტა იმის მიზეზი, თუ რატომ მოხდა ელექტროენერგიის 4 თეთრით გაიაფებული ტარიფის გაზრდა.
სოფლის მეურნეობის სექტორში 139 ახალი საწარმოა შექმნილი, უახლოესი თვეების განმავლობაში კი დაგეგმილია კიდევ 20 საწარმოს ამოქმედება, - ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ "ექსპო ჯორჯიაში" სამინისტროს 3-წლიანი საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა.
საქართველოს მთავრობის მიერ დაგეგმილი სტრუქტურული რეფორმები, მიმდინარე და მომავალი წლის მაკროეკონომიკური და სახელმწიფო ბიუჯეტის პარამეტრები იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის შეხვედრის მთავარი თემები.
ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი გაზრდილი შემოსავლების გადანაწილების სქემას საპარლამენტო კომიტეტებმა კენჭი ინდივიდუალურად უყარეს და მის პლენარულ სხდომაზე გატანას მხარი ერთსულოვნად დაუჭირეს.
ყოფილი პრემიერის შეფასებით, საქართველოსთვის ირანთან მყარი და ღრმა სავაჭრო ურთიერთობები ძალიან მნიშვნელოვანია. ბიძინა ივანიშვილმა აქცენტი ირანულ გაზზე გააკეთა და აღნიშნა, რომ საქართველოში ირანული გაზის შემოსვლა საინტერესო იქნება. ამასთანავე, ივანიშვილი ჩინეთთან და რუსეთთან ურთიერთობის გაღრმავების საჭიროებაზე საუბრობს
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.