ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა აზიის განვითარების ბანკის (ADB) ახალდანიშნულ მუდმივ წარმომადგენელთან საქართველოში იეშიმ ელჰან კაიალთან, (Yesim Elhan-Kayala) რომელიც უფლებამოსილების შესრულებას მიმდინარე წლის 1 ოქტომბრიდან შეუდგება.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ენერგეტიკის მინისტრის, ვიცე პრემიერის კახა კალაძისა და "გაზპრომის" წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრისა და მოლაპარაკებების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს.
რეზერვების ხარჯვისგან თავშეკავება ერთადერთი სწორი გადაწყვეტილებაა, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ განაცხადა და განმარტა თუ რა იყო რამდენიმე დღის წინათ განხორციელებული ინტერვენციის მიზანი.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილის ინფორმაციით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში 60 ათასი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა. ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა "პალიტრა.ტვ"-ის გადაცემა "რეზიუმეში" განაცხადა.
კითხვის ნიშნები აღარ არის, რომ ლართან მიმართებაში მოლოდინები, როგორც ჩვენ ვამბობდით, იყო გადაჭარბებული - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვით, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში ისევ გამყარდა. ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3882 ლარი გახდა.
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა საქართველოს მხარდაჭერას განაგრძობს. თბილისში გაიმართა სამთავრობო მოლაპარაკებები საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის ფინანსური და ტექნიკური თანამშრომლობის სფეროში.
“20 წლის წინ, 1995 წლის 25 სექტემბერს მიმოქცევაში გავუშვით ქართული ლარი. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე ბედნიერი დღე ჩემს ცხოვრებაში – მე გახლდით სპეციალური სამთავრობო შტაბის ხელმძღვანელი, რომელსაც ევალებოდა საქართველოში ფულის რეფორმის განხორციელება”, – აცხადებს პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის ეკონომიკური მრჩეველი თემურ ბასილია.
მსოფლიოში ნავთობის ფასის შემცირება არა მარტო რუსეთის, არამედ აზერბაიჯანის ეკონომიკაზეც ძალიან უარყოფითად მოქმედებს, რადგან ამ ქვეყნის ბიუჯეტის უდიდესი ნაწილი (65%-ზე მეტი) სწორედ ნავთობის სექტორის ხარჯზე ივსება.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვით, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში მცირედით გამყარდა. კერძოდ, ხვალიდან ერთი დოლარის შეძენა 2.4075 ლარად იქნება შესაძლებელი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.