სახელმწიფო პროგრამის - „აწარმოე საქართველოში“ ორი ქვეკომპონენტი ემატება - სასტუმრო ინდუსტრიისა და კინოინდუსტრიის განვითარების ხელშეწყობის მიმართულებები. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური საბაჟო საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინის სამსახურის მრჩეველს, კრეგ ოლსონს შეხვდა, რომელიც ერთი წლის განმავლობაში აქტიურად თანამშრომლობდა შემოსავლების სამსახურთან საბაჟოს შესაძლებლობების გაძლიერების კუთხით.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზების მიხედვით, 2017 წელს საქართველოს ეკონომიკის 6%-იანი ზრდა ექნება. ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა.
რაც შეეხება მომავალ წელს, მინისტრის თქმით, 2016 წელს ბიუჯეტში 3%-იანი ზრდა არის ჩადებული. ქუმსიშვილის განცხადებით, საერთაშორისო-საფინანსო ორგანიზაციების მხრიდან გაკეთებულ პროგნოზებშიც ანალოგიური მაჩვენებელია დაფიქსირებული.
ლონდონში, საქართველოსა და გაერთიანებული სამეფოს სტრატეგიული დიალოგის - „უორდროპის დიალოგის“ ფარგლებში, გაიმართა შეხვედრა ბრიტანეთის ბიზნეს წრეების წარმომადგენლებთან.
სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ეკონომიკური ზრდის შესახებ წინასწარი ინფორმაცია გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2015 წლის ოქტომბერში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 3,0 %, ხოლო 2015 წლის პირველი ათი თვის საშუალო რეალურმა ზრდამ 2,8 % შეადგინა.
პროგრამით - "აწარმოე საქართველოში" რამდენიმე ახალი საწარმო აშენდება - აღნიშნული განცხადება მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა გააკეთა.
პროგრამის "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში გამოყოფილი 5 000-ლარიანი თანადაფინანსება ჩაითვლება როგორც გრანტები და მიკრომეწარმეები მათზე საშემოსავლო გადასახადს აღარ გადაიხდიან, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
2016 წლის ბიუჯეტი 10 მილიარდ 145 მილიონი ლარი იქნება, - ამის შესახებ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა განაცხადა.
ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში მცირედით გაუფასურდა. 1 აშშ დოლარის ოფიციალური ფასი 2.4046 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.3957 ლარს შეადგენდა.
"გუშინ ჩვენ გავხსენით ფარმაცევტული კომპანია. დღეს აქ ვიხილეთ ულტრათანამედროვე, ევროპული სტანდარტების შესაბამისი საწარმო და ეს არის სწორედ ჩვენი საერთო წარმატება და გამარჯვება". აღნიშნული განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ორხევის დასახლებაში პლასტმასის საცობების ახალი საწარმოს, "ჯეო კეპის" გახსნაზე გააკეთა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.