საქართველოს პრეზიდენტმა ბულგარეთში, ნიდერლანდების სამეფოში, საუდის არაბეთში, უნგრეთში, ჩეხეთში, იტალიაში, სლოვენიასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს ელჩები დანიშნა.
შეიძლება, ვიმსჯელოთ ისეთ ცვლილებებზე, რომელიც ჩარჩოში მოაქცევს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებას იმ სფეროში, რასაც ჰქვია ნარკოტიკების მოხმარება თუ ზოგადად, ნარკოტიკული პოლიტიკა“, განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ საპატრიარქოში, კათოლიკოს-პატრიარქთან გამართული შეხვედრის შემდეგ.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუბისწყალში თანამედროვე სტანდარტების ღია სპორტული მოედანი გაიხსნა. სპორტულ მოედანზე შესაძლებელია ფეხბურთის, კალათბურთის და ფრენბურთის მატჩების გამართვა. მოედნის მოსაწყობად 49 ათასი ლარი დაიხარჯა.
„გუნდმა მიიღო გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ მოხდება კანონპროექტის გაწვევა“, -განაცხადა შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან, ილია მეორესთან გამართული შეხვედრის შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ და დაამატა, რომ გუშინ, სალომე ზურაბიშვილმა დააფიქსირა პრინციპული პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ საზოგადოების განწყობიდან გამომდინარე, არ იყო მიზანშეწონილი ამ გადაწყვეტილების მიღების გადავადება.
გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ ზუგდიდის ყოფილი მერის და სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, ლაშა გოგიას პატიმრობაში აყვანა ზუგდიდში „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის არჩევნების წაგებას უკავშირდება და ამით, ვაშაძის თქმით, მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ გზავნილი მიაწოდა სხვა რეგიონების შტაბების ხელმძღვანელებსაც, რომ ციხეში აღმოჩნდებიან, თუკი ისინი ვერ მოიგებენ არჩევნებს.
პრემიერ მინისტრ მამუკა ბახტაძე აცხადებს, რომ ზუგდიდის ყოფილი მერის ლაშა გოგიასა და მისი მოადგილისმ, გია გულორდავას დაკავებას არჩევნებთან კავშირი არ აქვს.
საქართველოს პრემიერ მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, სოციალურად დაუცველი 16 წლამდე მოზარდები და ოჯახები, სადაც ბავშვები იზრდებიან, მიიღებენ 5-ჯერ მეტ დახმარებას, ეს სოციალური დახმარება 50 ლარამდე გაიზრდება.
ხონში, კულტურის ცენტრის მცირე დარბაზში პოეტ თამარ ჯაფარიძის პოეზიის საღამო, სახელწოდებით „დედამ დამიტოვა ბაღი“ გაიმართა.
პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში დაბრუნებას გამორიცხავს და დარწმუნებით ამბობს, რომ „ამის გარანტია არის საზოგადოების განწყობა“, რაც მისი თქმით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურზე გამოჩნდება.
ხონის ა(ა)იპ კომუნალურმა სამსახურმა სოფელ დედალაურის გზაზე უკანონო ნაგავსაყრელი დაასუფთავა. აქციაში მონაწილეობა ადმინისტრაციის წარმომადგენლებმაც მიიღეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.