საქართველოს პრეზიდენტმა, დღეს, ხელი მოაწერა განკარგულებას „სასჯელის სხვადასხვა ზომით მსჯავრდებულთა შეწყალების შესახებ“, რომლის თანახმადაც სულ შეწყალებულია 111 პირი.
ნინოწმინდის მერიის შენობაზე, სოხუმის დაცემის 25-ე წლისთავზე აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნისადმი პატივის მიგების მიზნით, სახელმწიფო დროშა დაუშვეს.
ჩვენ ეს არჩევნები გვაქვს მოგებული და ახლა მთავარი არის 28 ოქტომბერს არ მივცეთ საშუალება ხელისუფლებას, გააყალბონ არჩევნები, განაცხადა „ძალა ერთობაშია“-ს საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ ამერიკის შეერთებულ შტატებში, იქ მცხოვრებ ქართველებთან შეხვედრისას და დაამატა, რომ „ქუჩიდან არ გავლენ“ და გამოიყენებენ კონსტიტუციით და კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა საშუალებას.
საქართველოს პრეზიდენტმა, დღეს, ხელი მოაწერა განკარგულებას „სასჯელის სხვადასხვა ზომით მსჯავრდებულთა შეწყალების შესახებ“, რომლის თანახმადაც სულ შეწყალებულია 111 პირი.
„ომეგა ჯგუფის" საქმეზე ტელეკომპანია „რუსთავი 2" მორიგ ფარულ აუდიოჩანაწერს ასაჯაროვებს. აუდიოჩანაწერში, რომლის ავთენტურობა დადასტურებული არ არის, სავარაუდოდ, „თბილისის თამბაქოს" დამფუძნებელი ირაკლი ჩუბინიშვილი და „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი საუბრობენ.
„ედისონ რისერჩს“ სოციოლოგიური კვლევა „რუსთავი 2"-მა დაუკვეთა. პირისპირ ინტერვიუს საფუძველზე 14-დან 23 სექტემბრის ჩათვლით სულ 3 000 რესპონდენტი გამოიკითხა, კვლევის ცდომილება კი 2%-ია.
თბილისის მერი, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე, ტელეკომპანია „იბერიას“ და „ომეგა ჯგუფის“ გარშემო შექმნილ მდგომარეობასა და იმ ფარულ აუდიო ჩანაწერებზე აკეთებს კომენტარს, რომელშიც ხელისუფლების სახელით „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებლებს ბიზნესწილების დათმობას აიძულებენ.
„ედისონ რისერჩის“ სოციოლოგიური კვლევის შედეგების მიხედვით, შეკითხვაზე, დღეს რომ არჩევნები იყოს, ვის მისცემდით ხმას, პირველ ადგილზე გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატია.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მედიის წარმომადგენლებთან განმარტება გააკეთა სახელმწიფო აუდიტის დასკვნის შესახებ, სადაც თავდაცვის უწყების წარმომადგენლობითი ხარჯების ზრდაზეა საუბარი.
„ეს დღე შეგვახსენებს ჩვენ იმ ტკივილს, რომელიც დაკავშირებულია სოხუმის დაცემასთან და ასევე, შეგვახსენებს, რომ ჩვენი საქმიანობის თითოეული დღე უნდა იყოს საბოლოოდ, მიმართული იქითკენ, რომ ჩვენ გავათავისუფლოთ სოხუმი და ცხინვალი რუსული ოკუპაციისგან“, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ გმირთა მოედანზე განაცხადა, სადაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.