საქართველოს ყოფილი ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი სპორტის ყოფილი მინისტრის, ლევან ყიფიანის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას მოითხოვს. აღნიშნულთან დაკავშირებით, ქუმსიშვილის ადვოკატმა, დიმიტრი გაბუნიამ მთავარ პროკურატურას მიმართა.
საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა სახელობის მემორიალი ყვავილებით შეამკეს და მათ ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა ბონდო სოფრომაძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ ნინო ჯანელიძემ, მერის მოადგილეებმა მანუჩარ ფანჩულიძემ და მერაბ სირაძემ და თანამდებობის სხვა პირებმა.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (27 სექტემბერი, 2018) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0034 პუნქტით გამყარდა.
სახალხო დამცველი თბილისში, პარლამენტის შენობის წინ, გუშინ, 26 სექტემბერს მომხდარ ინციდენტს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა, შავლეგო ტაბატაძემ, პირველმა მოადგილემ, გრიგოლ დალაქიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ, ნიკოლოზ ლატარიამ, ქუთაისის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გენადი მარგველაშვილმა ომის მონაწილეებმა და კადეტთა ლიცეუმის წარმომადგენლებმა აფხაზეთის ომში დაღუპული გმირების მემორიალური დაფა გვირგვინით შეამკეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.
„მოღალატე, თავისი არსით, არის ის, ვისაც გულში აქვს მტრული სახელმწიფოს სიყვარული - ეს არის, ამ შემთხვევაში, გრიგოლ ვაშაძე“, აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე.
„ჩვენ გვაქვს ჩვენი შიდა კვლევა და ამ შიდა კვლევის თანახმად, სალომე ზურაბიშვილი პირველივე ტურში გაიმარჯვებს საპრეზიდენტო არჩევნებში“, აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე.
ხონის მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ ვალერი ბახტაძემ, აფხაზეთის მთავრობისა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად აფხაზეთში დაღუპული გმირების საფლავები და სამხედრო დასახლებაში არსებული გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და კიდევ ერთხელ მიაგეს პატივი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ გმირებს.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში დასუფთავების ერთკვირიანი აქცია მიმდინარეობს. აქციის ფარგლებში, მუნიციპალიტეტში მდებარე ისტორიულ-კულტურული ძეგლების მიმდებარე ტერიტორიების დასუფთავება მოხდება.
ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერმა, პაატა ნადირაძემ, თანამდებობა დატოვა, თუმცა არ განუმარტავს, თუ რა გახდა ამის მიზეზი. მან აღნიშნა, რომ მისი პოსტიდან წასვლის მიზეზებზე განცხადებას მომავალში გააკეთებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.