ბათუმში ავარიის შედეგად ორი წლის ბავშვი დაიღუპა, სამი ბავშვი კი დაშავდა. შემთხვევა ბაგრატიონის ქუჩაზე მოხდა. ბავშვები ტაქსით გადაადგილდებოდნენ. თვითმხილველები ამბობენ, რომ ტაქსი სატვირთო ავტომანქანას შეეჯახა.
საქართველოს პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, რომელიც ამ წუთებში ნიუ იორკში, გაერო-ს ტრიბუნაზე ქართულ ენაზე სიტყვით გამოდის, მოუწოდა რუსეთის ფედერაციას, „ნუ უშლის ხელს და ნუ აფერხებს სამშვიდობო ინიციატივებს“.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი Edison Research-ის კვლევას ეხმაურება. სააკაშვილის თქმით, სალომე ზურაბიშვილი ამ არჩევნებში უკვე დამარცხებულია და გრიგოლ ვაშაძემ პირველივე ტურში, რომ გაიმარჯვოს საჭიროა ბაქრაძეს არ მისცენ ხმა, რადგან ბაქრაძისთვის მიცემული ხმა არის დაკარგული ხმა.
რუმინეთის პრეზიდენტმა, კლაუს იოანისმა საქართველოს პრემიერ მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრისას განაცხადა, რომ რუმინეთი საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდამჭერია და ამ მიმართულებით ძალისხმევას მომავალშიც განაგრძობს.
ვანის მუნციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გოგორიშვილმა მოადგილეებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წევრებთან ერთად საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო. ხელისუფლების წარმომადგენლებმა ომში დაღუპული გმირები დღეს კიდევ ერთხელ გაიხსენეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.
დღეს, სოხუმის დაცემიდან 25 წელი შესრულდა. 27 სექტემბერს საქართველოში გლოვის, ხსოვნისა და იმედის დღე აღინიშნება. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ადმინისტრაციული ორგანოების შენობებზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია.
„თუ ჩვენ დღეს ვარსებობთ როგორც ერი, ეს დიდწილად სწორედ გმირების დამსახურებაა, რომლებმაც შექმენს ისტორიები და სწორედ ეს ისტორიები ქმნიან ერის მეხსიერების იმ გენეტიკურ კოდს, რომელიც იყო გადარჩენის საფუძველი ისტორიულად და მომავალშიც იქნება ერის სიცოცხლისუნარიანობის მთავარი ძარღვი“, ეს განცხადება საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ გამართულ ღონიძიებაზე გააკეთა.
„ჩვენ გვაქვს ყველა კითხვაზე პასუხი, ლონდონში კი არა, ბანგლადეშში ჩავალთ, თუ საჭიროა და გავცემთ ყველაფერს პასუხს“, განაცხადა ირაკლი კობახიძემ „ომეგა ჯგუფთან“ და ტელეკომპანია „იბერიასთან“ დაკავშირებით მედიაში გავრცელებულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით.
საქართველოს პრეზიდენტი ნიუ-იორკში ამერიკული ფონდის „Appeal of Conscience Foundation” მიერ ორგანიზებულ ყოველწლიურ საზეიმო მიღებას „2018 Annual Awards Dinner" საპატიო სტუმრის სტატუსით დაესწრო, რომელიც ყოველ წელს უმაღლესი რანგის სტუმრებისთვის იმართება.
დღეს აფხაზეთის ომიდან და სოხუმის დაცემიდან 25 წელი შესრულდა. გარდაბნის მუნიციპალიტეტიდან, უთანასწორო ომს 17 ახალგაზრდა შეეწირა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.