საქართველოს პრეზიდენტის მოწვევით, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართა.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (11 სექტემბერი, 2018) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0037 პუნქტით გაუფასურდა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ საერთაშორისო კონფერენციაზე - „მსოფლიო თავდაყირა 2018“, რომელიც ჯონ მაკკეინის ინსტიტუტისა და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) ორგანიზებით იმართება განაცხდა, რომ „დღეს ჩვენი საერთო ამოცანა დასავლეთის შენარჩუნება და გაძლიერებაა. სწორედ მიღწეულის შენარჩუნება და ჩვენი გაძლიერება უნდა იყოს რუსული საფრთხის შეკავების საფუძველი“.
ქალაქ ხონის №1 საბავშვო ბაღს სრული რეაბილიტაცია უტარდება. პროექტი რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის მიერ 312 000 ლარით არის დაფინანსებული და სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია შ.პ.ს. „პარმაღი“ ახორციელებს.
აქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ჯონ მაკკეინის ინსტიტუტისა და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) ორგანიზებით გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე გამოსვლისას გლობალური უსაფრთხოების კონტექსტში სამხედრო მიმართულების გაძლიერებაზე გაამახვილა ყურადღება.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს წინაშე დგას მთავარ გამოწვევად, არაფორმალური მმართველობა, რომელიც ხელს უშლის ქვეყნის განვითარებას.
ჯონ მაკკეინის ინსტიტუტისა და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) ორგანიზებით, მეოთხე ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია „მსოფლიო თავდაყირა 2018“ გაიხსნა.
დეპუტატი დავით ჭიჭინაძე საპარლამენტო უმრავლესობას ტოვებს. აღნიშნულ ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. მაუწყებელი ჭიჭინაძეზე დაყრდნობით იტყობინება, რომ უმრავლესობას საკუთარი გადაწყვეტილებით ტოვებს.
ვანის მუნიციპალიტეტში გორა-უხუთის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები განახლდა. აღნიშნული გზის აღდგენა გარდამავალი პროექტის ფარგლებში ხორციელდება, რეაბილიტაციის პირველი ეტაპი გასულ წელს დაიწყო და წელს უკვე სრულად აღდგება სოფლის ცენტრამდე მისასვლელი გზა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, 11-14 სექტემბერს, ოფიციალურ ვიზიტად შვეიცარიის კონფედერაციას ეწვევა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.