რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთის ხელისუფლებისთვის სკრიპალების საქმეზე ეჭვმიტანილთა ვინაობა ცნობილია.

სრულად...

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „არჩევანში“ აცხადებს, რომ მმართველი გუნდი ზაზა სარალიძეს სხვა გამოსავალს არ უტოვებს, შესაბამისად მას ვერავინ შეაჩერებს. მელია არჩილ თალაკვაძის განცხადებას არანორმალურს უწოდებს და აცხადებს, რომ თალაკვაძე მის გვერდით, რომ მჯდარიყო სკამიდან გადააგდებდა.

სრულად...

საქართველოს პრემიერ მინისტრი ტელეკომპანია „იბერიას" ირგვლივ განვითარებულ მოვლენებსა და  „იბერიას" მთავარი დამფინანსებელი კომპანია „ომეგა ჯგუფის" ირგვლივ გაჩენილ პრობლემებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მედიაპლურალიზმი „ქართული ოცნების" ხელისუფლების მთავარი მონაპოვარია, მაგრამ მისივე თქმით, რაც შეეხება კომერციულ საქმიანობას, გადასახადი უნდა გადაიხადოს ყველამ.

სრულად...

ქალაქ ხონის №1 საბავშვო ბაღს სრული რეაბილიტაცია უტარდება. პროექტი რეგიონალური განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის მიერ 312 000 ლარით არის დაფინანსებული და სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია შ.პ.ს. „პარმაღი“ ახორციელებს.

სრულად...

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ მებრძოლთა ოჯახების შემწეობის ფონდ „მეოხი-2004“-ის დამფუძნებლების ინიციატივითა და დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით საქველმოქმედო ღონისძიება გაიმართა.

სრულად...

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, გუბერნატორმა შავლეგო ტაბატაძემ რეგიონში საჯარო სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ 17 საგანმანათლებლო დაწესებულებას სრული რეაბილიტაცია უტარდება. რეგიონის მასშტაბით სამუშაოებისთვის 10 მილიონ დოლარზე მეტია გამოყოფილი და საერთო ჯამში 50, 500 კვადრატული მეტრის რეაბილიტაცია განხორციელდება. სამუშაოების დასრულების შემდეგ კი სასწავლო პირობები 10 000 მოსწავლისთვის გაუმჯობესდება.

სრულად...

საქართველოს პრემიერ მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე იმ საკანონმდებლო ინიციატივაზე ისაუბრა, რომელიც სამედიცინო დანიშნულებით ექპორტზე გაასატანად მარიხუანას წარმოების დაწყებას შეეხება.

სრულად...

ბრაზილიის ყოფილი პრეზიდენტი ლუის ინასიო ლულა და სილვა, რომელიც ქვეყანას 2003 წლის იანვრიდან 2010 წლის დეკემბრამდე ედგა სათავეში და რომელიც წინასწარი გამოკითხვების მიხედვით პირველ ადგილზე იმყოფებოდა, ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებს გამოეთიშა და მის ნაცვლად, ლულას მიერ ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელებული „მუშათა პარტიის“ ლიდერი, გლეისი ჰოფმანი იყრის კენჭს.

სრულად...

გაზეთ „ქრონიკა პლუსის“ მთავარმა რედაქტორმა, ელისო კილაძემ გადაცემა „არჩევანში“განაცხადა, რომ ხელისუფლებას ძალიან ეშინია ზაზა სარალიძის და მალხაზ მაჩალიკაშვილის. მისივე თქმით, შვილმკვდარ მამებს ხელისუფლებამ გამოსავალი არ დაუტოვა და მათ მიმართეს რადიკალურ ნაბიჯებს.

სრულად...

პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი აცხადებს, რომ ზაზა სარალიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო, ასევე მაჩალიკაშვილი ამბობს, რომ ულტიმატუმს არ ცვლის და მარტოც, რომ დარჩეს და ზაზა სარალიძემ ჯანმრთელობის მდგომარების გამო ვერ შეძლოს აქციაზე დაბრუნება ის გააგრძელებს უვადო შიმშილობას. მაჩალიკაშვილი ელოდება ხალხის გვერდში დგომას და თავსაც იდანაშაულებს იმაში, რომ დავით სარალიძის მკვლელობის საქმე გამოუძიებელი დარჩა იმიტომ, რომ ზაზა სარალიძე მას უდგას გვერდში და თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობა იყო საუკუნის დანაშული სახელმწიფოს ხელით ჩადენილი.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი