„ძალა ერთობაშია“-ს საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე პროკურატურისაგან ითხოვს სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ტელეკომპანია „იბერიას“ საქმეში „დანაშაულებრივად“ ჩართული „ე.წ. ხელისუფლების წარმომადგენელი პირების“ წინააღმდეგ.

სრულად...

საქართველო, შესაძლოა, მარიხუანას ექსპორტიორი ქვეყანა გახდეს - პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნება - მწვანეების" თავმჯდომარე გია გაჩეჩილაძე აცხადებს, რომ „ქართული ოცნების" ხელისუფლება, ექსპორტზე გატანის მიზნით, მარიხუანას წარმოების დაწყების საკითხს განიხილავს.

სრულად...

„მესმის იმ ჩივილების, როდესაც ბიძინა ივანიშვილი წასულია პოლიტიკიდან, თუმცა მაინც ინარჩუნებს გავლენას. ის დაბრუნდა საზოგადოებრივი როლით პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელად, ეს შესაბამისი და გონივრული გადაწყვეტილებაა“, განაცხადა მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელმა დირექტორმა კურტ ვოლკერმა თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე „მსოფლიო თავდაყირა 2018“.

სრულად...

პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე „მსოფლიო თავდაყირა 2018-ზე“ განაცხადა, რომ  საქართველოსთვის მნიშვნელოვანია რუსეთთან მიმართებაში მკაფიო პოლიტიკის ქონა, ჩვენი მთავარი ეროვნული გამოწვევა რუსეთს უკავშირდება და არის ჩვენი ისტორიული რეგიონების. მისი თქმით, ამ პრობლემის გადაწყვეტა მოკლევადიან პერსპექტივაში შეუძლებელია, თუმცა თანმიმდევრული პოლიტიკით საბოლოოდ მთავარი ეროვნული პრობლემა გადაწყდება.

სრულად...

თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლისა (DIB) და ნიდერლანდების სამეფოს კლინგენდაელის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის ორგანიზებით ტრენინგი - „საერთაშორისო უსაფრთხოების სწავლება: ევროკავშირის როლი საერთაშორისო უსაფრთხოებაში“ დაიწყო. 

სრულად...

პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე „მსოფლიო თავდაყირა 2018“-ზე განაცხადა, რომ საქართველოს აქვს ძალიან მკაფიო საგარეო ხედვა, რაც აისახა სპეციალურ საპარლამენტო რეზოლუციაში, რომელიც აცხადებს, რომ ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაცია ქვეყნის მთავარი პრიორიტეტი და ამოცანაა. ამასთან, მისი თქმით, აღნიშნული პრიორიტეტი ასახულია საკონსტიტუციო დონეზეც.

სრულად...

„ომეგა ჯგუფის“ ერთ-ერთ დამფუძნებელს და „პატრიოტთა ალიანსის დეპუტატს“ ნატო ჩხეიძეს, ასევე ტელეკომპანია „იბერიის“ ჟურნალისტებს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი შეხვდა, ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. პრეზიდენტს კომენტარი არ გაუკეთებია ამ დროისთვის. როგორც დეპუტატი ნატო ჩხეიძე აცხადებს, მარგველაშვილს ჰქონდა ბევრი შეკითხვა მასთან რაზეც მან უპასუხა გულწრფელად, მისივე თქმით, პრეზიდენტი ეცდება ბიზნესის და სიტყვის თავისუფლების დაცვას, თავისი კომპეტენციის ფარგლებში.

სრულად...

გვჯერა, რომ საქართველო სწორ გზაზეა. ქვეყანა მუდმივ პროგრესს აღწევს, ვავითარებთ დემოკრატიულ და ეკონომიკურ სისტემებს, საერთაშორისო ამოცანას, ვაუმჯობესებთ ჩვენს საერთაშორისო პოზიციას, ამიტომ მჯერა, რომ საქართველო სწორ გზაზეა, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე „მსოფლიო თავდაყირა 2018“.

სრულად...

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ალასანია თბილისში  მაკკეინის ინსტიტუტისა და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) ორგანიზებით, გახსნილ კონფერენციას „მსოფლიო თავდაყირა 2018“-ს ესწრება.

სრულად...

„მე ასე არასდროს შემრცხვენია საკუთარი ქვეყნის ხელისუფლების გამო, ხაზს ვუსვამ - არასდროს", ასე აფასებს „რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია მაკკეინის ინსტიტუტის ორგანიზებით მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე პრემიერ მინისტრ მამუკა ბახტაძის გამოსვლას.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი