შინაგან საქმეთა მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე მარიხუანას მოხმარების ლეგალიზების საკითხსა და იმ საკანონმდებლო ინიციატივაზე ისაუბრა, რომლის მიხედვითაც, სამედიცინო მიზნით, მარიხუანას საექსპორტოდ წარმოების დაწყებას გულისხმობს.
„ქართული ოცნების“ წევრი და პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში აცხადებს, რომ ის მხარს არ დაუჭერს ვერც ერთ ადამიანს, არათუ პოლიტიკოსს რომლიც თვლის, რომ რუსეთი არ იყო აგრესორი 2008 წელს. სალომე ზურაბიშვილის ბოლო განცხადება, არ აქვს მოსმენილი, მაგრამ პირველადი განცხადების განმარტების შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება „ქართულმა ოცნებამ“, რომ მისთვის დაეჭირა მხარი.
ბოდბელი ეპისკოპოსისა და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსის, მეუფე იაკობის აზრით, მარიხუანის კულტივაციასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება, ეროვნულ უსაფრთხოებაზე დიდი დარტყმა იქნება. მან საქართველოს მთავრობას ურჩია ავღანეთისა და კოლუმბიის მაგალითებს გადახედონ.
„ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი სამედიცინო დანიშნულებით, მარიხუანას საექსპორტოდ წარმოების დაწყების შესახებ საკონმდებლო ინიციატივას ეხმურება და აცხადებს, რომ შესაბამისი კანონის არსებობა საქართველოს მომავალი თაობისთვის საფრთხის შემცველია.
ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი მეუფე ანტონი ხელისუფლებას ურჩევს, რომ ის ენერგია და ფული, რაც კანაფის მოყვანაში უნდა დახარჯონ, უმჯობესია სოფლის მეურნეობაში ჩადონ და ქართველ გლეხს მისცენ საშუალება თავისი მოყვანილი პროდუქტი საზღვარგარეთ გაიტანოს, მისივე თქმით, ქართულ ეკონომიკას არ შეშვენის ამ გზით გაძლიერება.
პარლამენტის ვიცე სპიკერი და „ქართული ოცნების" წევრი გიორგი ვოლსკი რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომსა და აღნიშნულთან დაკავშირებით „ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილსა და რუსეთს შორის კონსპირაციული გარიგება მოხდა.
პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც „ქართული ოცნება“ უჭერს მხარს, TV პირველის გადაცემა „რეაქციაში“ აცხადებს, რომ 2008 წელს ხელისუფლების ბრძანებით საქართველომ დაბომბა თავისი მოსახლეობა.
ჯონ მაკკეინის ინსტიტუტისა და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) ორგანიზებით გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე - „მსოფლიო თავდაყირა 2018“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას სიტყვით გამოსვლა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.
საქართველოს პრეზიდენტი სიტყვით გამოვიდა თბილისის მეოთხე საერთაშორისო კონფერენციაზე, „მსოფლიო თავდაყირა - 2018", რომელსაც მაკკეინის ინსტიტუტი და ეკონომიკური კვლევის ცენტრი მასპინძლობენ და რომელსაც ქართველი, ევროპელი და ამერიკელი უსაფრთხოების ექსპერტები ესწრებოდნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.