აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ უეს მიტჩელმა განცხადა, რომ საქართველო აუცილებლად მოხვდება ნატო-ში, საქართველო არის დასავლეთი და ეს არის ქართველების არჩევანი.
მეშვიდე მოწვევის პარლამენტის წევრი, „ქრისტიან-დემოკრატების“ პარტიული სიით, და ინტერნეტ ტელევიზია „პოსტივის“ წამყვანი ნიკოლოზ ლალიაშვილი ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში აცხადებს, რომ „ევროპულ საქართველოს“ უნდა დაესახელებინა მკვლელი. საგამოძიებო კომისიისგან საზოგადოება ამას ელოდა, თუმცა არ დასახელდა.
წეროვანის მარო მაყაშვილის სახელობის სარეაბილიტაციო ცენტრს დღეს აშშ-ის არასამთავრობო ორგანიზაცია Spirit of America-ს დამფუძნებლი და აღმასრულებელი დირექტორი ჯიმ ჰეიკი, ასევე საქართველოში აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლები ეწვივნენ.
უცხოელ კოლეგას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია უმასპინძლებს. ოფიციალური დახვედრის ცერემონიალის შემდეგ, გამართულ შეხვედრაზე ისრაელისა და საქართველოს თავდაცვის მინისტრები ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებისა და სამომავლო პერსპექტივების შესახებ იმსჯელებენ.
პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ მმართველი პარტიის მიერ მისადმი მხარდაჭერა არა მხოლოდ მისთვისაა მნიშვნელოვანი, არამედ ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყნისა და მისი მომავლისათვის იმ პირობებში, როცა ყველა სახელისუფლებო შტო ერთი პარტიის ხელშია მოქცეულა და ქვეყანა „თავისუფალი, დამოუკიდებელი მესამე ძალის“ გამოჩენას ელოდება, რომელიც ჯერ არ ჩანს.
პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა, რომელსაც მხარს „ქართული ოცნება" უჭერს, საპრეზიდენტო კამპანიის ფარგლებში, პირველი საარჩევნო შეხვედრა ქუთაისში, ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში გამართა.
ქუთაისში, ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მხარდამჭერებთან შეხვედრისას, პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა, რომელსაც „ქართული ოცნება“ სრულ მხარდაჭერას უცხადებს, განაცხადა, რომ „ძალიან მადლიერია“ მმართველი პარტიის და კახა კალაძის, რომელმაც დღეს მისი წარდგენისას საჯაროდ გამოაცხადა მისდამი მხარდაჭერა.
პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა აქვს, ხელმოწერების შეგროვების და ცესკოში წარდგენის შემდეგ წინასაარჩევნო კამპანიას ქუთაისში განაგრძობს.
ქუთაისში, ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მხარდამჭერებთან შეხვედრისას, პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა, რომელსაც „ქართული ოცნება“ სრულ მხარდაჭერას უცხადებს, თავის განვლილ ცხოვრებაზე საუბრისას განაცხადა, რომ არაფერს ნანობს და ამ გზაზე მოდის თავისი „ქართული ენით, რომელიც ზოგისთვის თურმე დასაწუნი არის“.
ხუთი წლის განმავლობაში ბევრ ბრძოლაში დავმარცხდი, - ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ჯონ მაკკეინის ინსტიტუტის ორგანიზებით თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე დასმულ კითხვაზე საპასუხოდ გააკეთა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.