ტაილანდის ახალგაზრდული საფეხბურთო გუნდის ყველა -12-ვე წევრი და მათი მწვრთნელი გამოქვაბულიდან უსაფრთხოდ გამოიყვანეს. გუნდის 8 წევრი კვირას და ორშაბათს გადაარჩინეს და ისინი ამჟამად საავადმყოფოში კარანტინის პირობებში იმყოფებიან. თითოეული ბავშვი გამოქვაბულიდან პროფესიონალმა მყვინთავებმა გამოიყვანეს.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (10 ივლისი, 2018) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0026 პუნქტით გამყარდა.
ბათუმში სასტუმრო „ველმონდს”, ყოფილ „ლეო გრანდს” საქმიანობის უფლება შეუჩერდა. როგორც სასტუმროს იურისტმა, კახაბერ წერეთელმა ჟურნალისტებს განუცხადა, ბათუმის საქალაქო სასამრთლომ აღნიშნული გადაწყვეტილება გუშინ, 10 ივლისს მიიღო.
პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელთან, იანოშ ჰერმანთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თავდაცვის საკითხებში სამინისტროს ბრიტანელ მრჩეველთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.
წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის საერთო საჯარისო ცენტრის ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სკოლაში ახლო საჰაერო მხარდაჭერის სპეციალისტების მომზადების კურსი მიმდინარეობს.
თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ფარგლებში მოვლენილ ახალ ექსპერტებს უმასპინძლა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ლელა ჩიქოვანმა ამერიკელ და თურქ მრჩევლებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.
„ევროპულ საქართველოში" ფიქრობენ, რომ ისევე, როგორც ყოფილი პრემიერ მინისტრების, ირაკლი ღარიაშვილისა და გიორგი კვირიკაშვილის შემთხვევებში, ახალი მთავრობის მეთაურის, მამუკა ბახტაძის შემთხვევაში, მართვის ძირითადი სადავეები ხელთ ბიძინა ივანიშვილს აქვს.
„ლიბერთისა“ და „ნიუ ჰოსპიტალსს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის თანახმადაც პენსიის მიმღები მომხმარებლები სამედიცინო სერვისებს სპეციალურად მათთვის შემუშავებული პირობებით მიიღებენ.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე პრემიერ მინისტრ მამუკა ბახტაძის მინისტრთა კაბინეტში მოსალოდნელ საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით აცხადებს, რომ მთავრობის წევრები არა უშულოდ მთავრობის მეთაურის მიერ შერჩეული კადრები, არამედ ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული პირები იქნებიან.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.