თავდაცვის უწყებისა და „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრის“ თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს შეიარაღებული ძალებისა და თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა შემკეთებელ-ელექტროტექნიკოსის კურსი გაიარეს. კურსზე ჩარიცხულმა 16 სამხედრო მოსამსახურემ და 5 სამოქალაქო პირმა სასწავლო პროგრამა წარმატებით გაიარა.
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში სამეთაურო-საშტაბო სწავლების „NATO-GEO EX 19“-ის სპეციფიკაციის კონფერენცია ჩატარდა. შეხვედრაზე სამეთაურო-საშტაბო სწავლების მომზადებისა და განხორციელების დეტალები განიხილეს.
სირილ რამაფოზა სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტი გახდა მას შემდეგ რაც ოთხშაბათს, ჯეიკობ ზუმას ქვეყნის პრეზიდენტის პოსტი დაატოვებინეს.
თერჯოლა-ტყიბულის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატის ელგუჯა გოცირიძის ჩართულობითა და საერთაშორისო ასოციაციის „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“ თანადგომით, თერჯოლის მუნიციპალიტეტში განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებისთვის ეტლების უსასყიდლოდ გადაცემა გრძელდება.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (15 თებერვალი, 2018) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0112 პუნქტით გაუფასურდა.
კომპანია „STADLER“ - ის პრეზიდენტი, პიტერ შპულერი დღეს საქართველოს პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს შეხვდა და რეგიონალური შვილობილი კომპანიის მშენებლობის, ასევე, მოძრავი შემადგენლობების წარმოების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება და დაგეგმილი სამუშაოები გააცნო.
ბაქოში მიმდინარე სამხრეთის გაზის კორიდორის მრჩეველთა საბჭოს მე-4 მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრს ბერატ ალბარაიქს შეხვდა.
თბილისის მერის განცხადებით, ქალაქის ქაოტური განაშენიანება ერთ-ერთ სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს და არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, თბილისის მერიამ ქალაქის ურბანული განვითარების სწორი ხედვის ჩამოყალიბება და ურბანული პოლიტიკის განსაზღვრა უზრუნველყოს.
საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მუსტაფა ემრე ჩაბუქის მეუღლის, თუბა ჩაბუქის მიმართვას მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ, კიდევ ერთხელ გამოეხმაურა.
საქართველოს პირველი ვიცე პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ვიზიტად ბაქოში იმყოფება, სადაც სამხრეთის გაზის კორიდორის მრჩეველთა საბჭოს მე-4 მინისტერიალში მონაწილეობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.