„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მერობის კანდიდატი ლაგოდეხში ჯონდო მდივნიშვილი ფონის, კაბალისა და კავკასიონის უბნების მოსახლეობას შეხვდა.
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი, არჩილ გოგსაძე, სოფელ დიმის მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს.
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წალენჯიხის მერობის კანდიდატი ბესიკ ფარცვანია ობუჯის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლების, ჯაღირასა და სამესხიოს მოსახლეობას შეხვდა.
ბათუმში, საკრებულოს სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა საკითხის განხილვას, გადასცენ თუ არა კომპანია „ბიზნესდეველოპმენტს“ მიწის ნაკვეთები ბათუმის ბოტანიკური ბაღის სანაპირო ზოლსა და მწვანე კონცხის ნაწილზე.
მუმბაის რკინიგზის სადგურზე დილის პიკის საათებში ჭყლეტის შედეგად 22 ადამიანი გარდაიცვალა და დაახლოებით 30-მა დაზიანებები მიიღო. ინფორმაციას BBC ინდოეთის ოფიციოზზე დაყრდნობით ავრცელებს.
თბილისის საკრებულოში გარემოს დაცვისა და ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიების გაფართოებული სხდომაზე, რომელსაც კომისიის წევრებთან ერთად, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატები ესწრებიან, სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
უკრაინაში, ქალაქ ჩერკასში დეპუტატი მიხაილ ბინუსოვი მოკლეს. „რუსთავი 2" უკრაინულ მედიაზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ადგილობრივი საბჭოს წევრს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს, რის შედეგადაც, ის ადგილზე დაიღუპა.
„მანჩესტერ სიტის“ ფორვარდი სერხიო აგუერო ნიდერლანდებში ავტოავარიაში მოჰყვა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
პარტია „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ ბორჯომის მერობის კანდიდატი ლევან ლიპარტია მმართველ გუნდს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობას უხდის.
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭრებალოში ახალი კულტურულ-სპორტულ-საგანმანათლებლო კომპლექსი შენდება, რომლის სახელშეკრულებო ღირებულება 299 000 ლარს შეადგენს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.