საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი დირექტორი ზაზა შენგელია მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის, რეჟისორ ქეთი დოლიძის თანამდებობიდან შესაძლო მოხსნის საკითხს ეხმაურება და კულტურის სამინისტროს ხელმძღვანელობას არაკომპეტენტურობაში ადანაშაულებს.

სრულად...

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა ოთხშაბათს დაადასტურა, რომ მან გასული წლის იანვარში ელექტრონული წერილი მიიღო დონალდ ტრამპის მრჩეველისგან, რომელიც მოსკოვში უძრავი ქონების პროექტს ეხებოდა, მაგრამ მას არც წერილისთვის უპასუხია და საკითხი არც პუტინთან განუხილავს.

სრულად...

„ყველა ნაბიჯი განხორციელდა არსებული ფორმალური პროცედურების მიხედვით. ეს არის ფორმალური პროცესის შემადგენელი ნაწილი და არც ერთი ნაბიჯი, არც ერთი ქმედება საქართველოს მთავრობის მხრიდან დამალული არ ყოფილა“, განაცხადა საქართველოს ვიცე პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა ბორჯომის ხეობაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში  რუსეთისთვის დახმარების მოთხოვნაზე დასმული კითხვის საპასუხოდ.

სრულად...

სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების, რეგიონული სატრანსპორტო პროექტებისა და სხვადასხვა სფეროში ორმხრივი ურთიერთობების საკითხებს განიხილავენ თურქმენეთში, სადაც საქართველოს პრემიერ მინისტრთან ერთად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, გიორგი გახარია იმყოფება.

სრულად...

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, აბასთუმნის ტყეში ხანძრის კერებამდე სახანძრო-სამაშველო ტექნიკის მიყვანის მიზნით, გზის გაჭრის სამუშაოები გრძელდება.

სრულად...

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ელგუჯა გვაზავამ, მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებელ კაპიტონ ჟორჟოლიანთან და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრებთან ერთად, მესტიის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ დევნილებთან შეხვედრა გამართა.

სრულად...

თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე აფეთქება მოხდა. შემთხვევის შედეგად, ერთი ადამიანი დაშავდა.

სრულად...

ხონის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ჯემალ მებუკემ საზოგადოებას გამგებლის ახალი პირველი მოადგილე გელა ჩოგოვაძე წარუდგინა.

სრულად...

ტყიბულის მუნიციპალიტეტის თეატრის „ვერცხლის დარბაზში“, 22 -დან 27 აგვისტოს ჩათვლით, ბავშვთა საჭადრაკო ფესტივალი „ტყიბული-2017“ მიმდინარეობდა.

სრულად...

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (30 აგვისტო, 2017) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0090 პუნქტით გაუფასურდა.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი