საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მარკის ინაუგურაციის ცერემონია კიშინეუში საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელის, მიხეილ ჯანელიძის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.
საქართველოს პრემიერ მინისტრმა კახეთში მსოფლიოში ცნობილ ალპინისტსა და მრავალი წიგნის ავტორს, რეინოლდ მესნერს უმასპინძლა. მესნერთან გამართული არაფორმალური სადილის შესახებ ინფორმაციას პრემიერ მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.
დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის, ვაჟა ჩოხელის თავმჯდომარეობით „დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, სტიქიის შედეგების განმხილველი კომისიის“ სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის წევრებთან ერთად, 6-7 ივლისის სტიქიით დაზიანებულ ადმინისტრაციულ ერთეულებში დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის მეორე კურსის იუნკერი სწავლას სენ-სირის სამხედრო სკოლაში გააგრძელებს. ზურაბ მანჩხაშვილს დღეს საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩმა, პასკალ მენიემ უმასპინძლა, საფრანგეთის სამხედრო სკოლაში ჩარიცხვა მიულოცა და წარმატებები უსურვა.
სულ მცირე 16 ადამიანია დაღუპული შეერთებული შტატების სამხედრო თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად. ინციდენტს ადგილი მისისიპის შტატის ჩრდილოეთ ნაწილში სასოფლო დასახლებაში, ორშაბათ საღამოს ჰქონდა ადგილი, როგორც ამას „როიტერსი“ საგანგებო სიტუაციების სამსახურზე დაყრდნობით იუწყება.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე კიშინეუში მოლდოვის ვიცე პრემიერს, საგარეო საქმეთა და ევროინტეგრაციის მინისტრს, ანდრეი გალბურს შეხვდა.
საქართველოსა და მოლდოვის რესპუბლიკას შორის სხვადასხვა სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომ პერსპექტივებზე ისაუბრეს მიხეილ ჯანელიძემ და მოლდოვის პრემიერ მინისტრმა პაველ ფილიპმა ქალაქ კიშინეუში გამართული შეხვედრის დროს.
ერაყის პრემიერ მინისტრმა, ჰაიდერ ალ-აბადიმ მოსულში ე.წ. ისლამურ სახელმწიფოზე გამარჯვება ოფიციალურად გამოაცხადა. აბადიმ შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებთან ერთად ეროვნული დროშა ააფრიალა მას შემდეგ, რაც „სიცრუის ტერორისტული სახელმწიფოს კოლაფსი“ გამოაცხადა.
ხობის მუნიციპალიტეტის ხეთის ადმინისტრაციულ ერთეულში ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით გზის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის შესაბამისად, ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩაზე ცემენტ-ბეტონის საფარი დაიგება.
„მტკიცე მხარდაჭერის" მისიაში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონმა ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ფეხბურთში შიდა ჩემპიონატი ჩაატარა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.