სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, კვირას, მესტიის მუნიციპალიტეტში აწყურისა და ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატები ჩააბრძანეს. მესტიის საკათედრო ტაძარში ხატები ერთი კვირის განმავლობაში იქნება დაბრძანებული.
იაპონიის მთავრობის მხარდაჭერით ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაქურდევსა და სოფელ ხევაშენში წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა დასრულდა.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (10 ივლისი, 2017) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0017 პუნქტით გამყარდა.
პრეზიდენტის პრესსპიკერის, ეკა მიშველაძის განცხადებით, გიორგი მარგველაშვილი საკონსტიტუციო რეფორმის პროცესში შექმნილი მდგომარეობიდან ერთადერთ გამოსავლად „ნაჩქარევად, ორი მოსმენით მიღებული კონსტიტუციის ერთპარტიული პროექტის“ შეჩერებასა და კონსტიტუციის ძირითადი, ფუნდამენტური საკითხების გადახედვას მიიჩნევს.
„ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი საქართველოს ყოფილი პრემიერ მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს და ირწმუნება, რომ „ივანიშვილი ინსულტირებული, პარალიზებული და სრულიად ქმედუუნაროა“.
„მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ კანონის ამოქმედების შემდეგ, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფლების აბსოლუტური უმრავლესობა იმ შეღავათებით მოსარგებლე გახდა, რასაც აღნიშნული კანონი ითვალისწინებს.
გელათის მონასტერი მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძირითად ნუსხაში დამოუკიდებელი სტატუსით დაბრუნდა. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ცნობით, უპრეცედენტო გადაწყვეტილება მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტმა 2017 წლის 10 ივლისს მიიღო.
უმაღლესმა სასამართლომ საიდუმლო სამხილების გაცნობის შემდეგ დაადგინა, რომ დიდი ბრიტანეთის მიერ საუდის არაბეთისთვის იარაღის მიყიდვა კანონიერი იყო.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფოთის სავაჭრო ცენტრში ხანძრის გაჩენის ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება დაიწყო. როგორც სამინისტროს პრესსამსახური იუწყება, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიებას შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ფოთის საქალაქო სამმართველო საქართველოს სსკ-ს 187-ე მუხლით აწარმოებს.
რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე სოფელ ბერშუეთში ე.წ. მესაზღვრეების მიერ საოკუპაციო ხაზის გადმოწევის საკითხს გამოეხმაურა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.