"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, მიხეილ მაჭავარიანი ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარის, ინიციატივას საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური კურსის კონსტიტუციით განსაზღვრის თაობაზე და აცხადებს, ეს არის ძალიან ცუდად გათვლილი პიარნაბიჯი.
მექსიკაში ნარკობარონის, პატიმრობაში მყოფი "ელ ჩაპოს" შვილი, 29 წლის იესო ალფრედო გაზმანი გაიტაცეს, რაც ნარკოგანგსტერებს შორის ომის შიშებს წარმოშობს. ამის შესახებ "დოიჩე ველე" წერს. გაზმანის მამა მძლავრი კარტელური დაჯგუფების "სინალოას" ბოსია.
საკრებულოს შუალედური არჩევნების თარიღი შესაძლოა, საპარლამენტო არჩევნების თარიღს [8 ოქტომბერს] დაემთხვეს.
ეროვნული ფორუმის” თავმჯდომარემ, კახაბერ შარტავამ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია გამართა და მაჟორიტარობის ექვსი კანდიდატი წარადგინა.
ჩვენ უნდა შევძლოთ და ავამუშაოთ დემოკრატიის მანქანა, რომელიც მუდმივი კონტაქტია ამომრჩევლისა არჩეულ პოლიტიკოსთან, - აღნიშნული განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა "შენი ხმა ჩვენი მომავალია" კამპანიის ფარგლებში ქობულეთში, საზაფხულო სკოლის მონაწილეებთან შეხვედრაზე გააკეთა.
”უბლოკო სტატუსის” შესახებ კონსტიტუციური ცვლილებებით, შესაძლოა, ჩიხში შევიდეთ და მოვლენები ფატალური შედეგით დასრულდეს, - აღნიშნული განცხადება თამაზ მეჭიაურმა გააკეთა.
„პრეზიდენტის ადმინისტრაცია მოუწოდებს პარტიებს, შეწყვიტონ ცესკო-ს დისკრედიტაცია „ცენტრისტებთან“ მიმართებაში დაშვებული შეცდომის გამო“,- აღნიშნული განცხადება პრზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, გიორგი აბაშიშვილმა გააკეთა.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი კამპანიის "შენი ხმა ჩვენი მომავალია" ფარგლებში, ქობულეთში საზაფხულო სკოლის მონაწილეებს შეხვდა.
გერმანიის ევროპული საქმეების მინისტრი მაიკლ როტი შეერთებული შტატების "რესპუბლიკელების" პრეზიდენტობის კანდიდატის, დონალდ ტრამპის მიერ კანცლერ ანგელა მერკელის ლტოლვილების პოლიტიკის გაკრიტიკებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ტრამპი არასწორად ამტკიცებდა, რომ მიგრანტების კრიზისის საწყის ეტაპზე კრიმინალმა იმატა.
გონიოში, ზღვაში საწვრთნელი ვარჯიშის დროს დაკარგული ერთ-ერთი ჯარისკაცის, იაგო შარაძის მამა მომხდართან დაკავშირებით პასუხისმგებლობას თავდაცვის სამინისტროს აკისრებს და უწყებაში უსაფრთხოების ზომების დაუცველობაში ადანაშაულებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.