„მშვიდობა თუ გვინდა, ჩვენ უნდა ვიყოთ მზად ბრძოლისთვის ნებისმიერ მომენტში“, - აღნიშნული განცხადება "თავისუფალი დემკრატების" ლიდერმა, ირაკლი ალასანიამ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე გააკეთა, სადაც აგვისტოს ომში დაღუპულებს პარტიის წევრებთან ერთად პატივი მიაგო.
ძმები, ელდარ და გიორგი შენგელაიები განცხადებას ავრცელებენ და გულისწყრომას გამოხატავენ კახეთში, გურჯაანის საარჩევნო ოლქში "ქართული ოცნების" მიერ დეპუტატობის მაჟორიტარ კანდიდატად დავით სონღულაშვილის წარდგენის გამო.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი მეორე მოადგილის, მეთიუ ბრაიზას მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, გიორგი აბაშიშვილი ივა ჩიღვინაძესთან დაკავშირებით, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და აცხადებს: "სირცხვილია, ადამიანს დააბრალო მკვლელობა, რომელიც არ ჩაუდენია".
მთავრობის ადმინისტრაციასთან მიმდინარე აქციაზე გაერთიანებული ოპოზიციის სამგორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ბეჟან გუნავა და მისი შვილი დააკავეს.
"არსებობს საშიშროება შუა გზაზე იყოს მიტოვებული ის, რისთვისაც აგვისტოს ომში დაღუპულებმა იბრძოლეს", - აცხადებს მოძრაობის „სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერი, პაატა ბურჭულაძე.
გასული წლის ნოემბერში სირიის საზღვართან რუსული სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდების შემდეგ, თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტები, რეჯეფ თაიფ ერდოღანი და ვლადიმერ პუტინი ერთმანეთს პირველად შეხვდებიან.
"თუკი ახალი თავდაცვის მინისტრი ჩათვლის, რომ მე აღარ უნდა ვიკავებდე თანამდებობას, დავწერ განცხადებას გადადგომის შესახებ", - განაცხადა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, ვახტანგ კაპანაძემ.
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, ვახტანგ კაპანაძე, აცხადებს, რომ სამხედრო ხელმძღვანელობა ეცდება, თავდაცვის ახალი მინისტრი თავდაცვის სამინისტროს მიერ, სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების სისწორეში დაარწმუნოს.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტი ქორწინებასთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარების საინიციატივო ჯგუფის წევრებს შეხვდება. მანვე თქვა, რომ აღნიშნული შეხვედრა ხვალ გაიმართება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.