გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ ხელისუფლება გალში აფხაზური პასპორტების დარიგების სპეციალურ სქემას ქმნის და ე.წ პრეზიდენტი, რაულ ხაჯიმბა ამ საკითხთან დაკავშირებით, გუშინ გალშიც იმყოფებოდა.
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა შეწყალების აქტი გამოსცა. პრეზიდენტმა სააღდგომოდ 78 პატიმარი შეიწყალა. როგორც შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ ზვიად ქორიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, შეწყალებული 78 მსჯავრდებულიდან სასჯელაღსრულების დაწესებულებას 57 პატიმარი დღესვე დატოვებს
დანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მარტინ ლიდეგორდის განცხადებით, ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ არ დაკანონდეს ოკუპაციები. ამის შესახებ მარტინ ლიდეგორდმა საქართველოში ვიზიტის ფარგლებში პოლონეთის, შვედეთის და საქართველოს საგარეო მინისტრებთან გამართულ ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა.
პოლიტოლოგ სოსო ცინცაძის განცხადებით, ყოფილ პრემიერ-მინისტრსა და არასამთავრობო ორგანიზაცია „მოქალაქე“-ს დამფუძნებელს ბიძინა ივანიშვილს, პარტია „ქართული ოცნების“ გადახალისება აუცილებლად მოუწევს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მას მმართველი უმრავლესობის შენარჩუნება გაუჭირდება.
ჩვენ უნდა გავიხედოთ მომავალში, ვიდრე წარსულში და საქართველომ უნდა განაგრძოს დემოკრატიული, გამჭვირვალე ინსტიტუტების შექმნა, – ამის შესახებ შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგოტ ვალსტრომმა საგარეო საქმეთა სამინისტროში, საქართველოს, დანიის, პოლონეთისა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა.
ძალიან დიდი სურვილი გაქვს, რომ ვიზალიბერალიზაციის საკითხი საქართველოსთვის წარმატებით გადაწყდეს, - ამის შესახებ საქართველოში ოფიციალურ ვიზიტად მყოფმა დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარტინ ლიდეგორდმა საქართველოს, პოლონეთის და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
გორში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ახალგაზრდის სიცოცხლე ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილები სოფელში გორიდან ბრუნდებოდნენ, რა დროსაც “მერსედესის” მარკის ავტომანქანა ხეს შეეჯახა. ორივე მათგანი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
14 აპრილს, საქართველო „დედა ენის დღეს“ აღნიშნავს. „დედა ენის დღის“ აღნიშვნას საფუძვლად, 1978 წელს გამართული დემონსტრაცია უდევს, როდესაც საბჭოთა კავშირის კონსტიტუციის ახალი რედაქციის თანახმად, ქართული ენის სახელმწიფო ენად დარჩენის სტატუსს საფრთხე დაემუქრა.
საქართველოს დანიის, პოლონეთისა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრები სტუმრობენ. სამმხრივ ფორმატში ეს მარტინ ლიდეგორდის, გჟეგოჟ სხეტინასა და მარგოტ ვალსტრომის პირველი ერთობლივი ვიზიტია საქართველოში.
საქართველო მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე რელიგიურ ქვეყნებს შორის მოხვდა. “ტელეგრაფი” WIN/Gallup International-ის კვლევას აქვეყნებს, რომლის თანახმადაც ყველაზე რელიგიური ქვეყანა ტაილანდია, სადაც გამოკითხულთა 94% აცხადებს, რომ მორწმუნეა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.