პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ბრძანებით რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, გიორგი კობერიძე თანამდებობიდან გათავისუფლდა.
2017 წლის ბოლოსთვის მთელი საქართველოს გაზიფიცირება დასრულებული იქნება, ეს განცხადება ენერგეტიკის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ დღეს ხონის ცენტრში მოსახლეობასთან გამართული შეხვედრისას გააკეთა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, თამარ ბერუჩაშვილის განცხადებით, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია საქართველოს საგარეო პოლიტიკის ძირითადი პრიორიტეტია და 2008 წელს, ნატო-ს ბუქარესტის სამიტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი.
ქუთაისში პარლამეტის შენობასთან იპოთეკით დაზარალებულებმა მორიგი საპროტესტო აქცია გამართეს და დეპუტატებს სირცხვილის კორიდორი მოუწყვეს.
ზურაბ ვაზაგაშვილის საფლავზე, გარდა იური ვაზაგაშვილის მკვლელობაში ბრალდებული სოსანაშვილისა, სხვა პირების დნმ-ის კვალიც არის ამოღებული, – ამის შესახებ მთავარი პროკურორის მოადგილემ ირაკლი შოთაძემ ჟურნალისტებს სასტუმრო “რედისონში” განუცხადა.
ჩვენი ქვეყნის ევრო-ატლანტიკურ კურსს აშკარა და რეალური საფრთხე ექმნება, - განაცხადა "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთმა ლიდერმა ალექსი პეტრიაშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის განცხადების საპასუხოდ.
საქართველოს პროკურატურამ უკრაინიდან ადეიშვილის ექსტრადირებაზე ოფიციალური უარი მიიღო. სააკაშვილის შესახებ კი პასუხი ამ დრომდე არ მიუღია, ჩვენ კი არანაირი სხვა მექანიზმი არ გვაქვს, რათა აღნიშნული პირების ექსტრადირება მოვახდინოთ - განუცხადა ჟურნალისტებს მთავარი პროკურორის მოადგილემ ირაკლი შოთაძემ.
ზურაბ აბაშიძის გაკეთებული განცხადება არის რუსეთის მიმართ გზავნილი, რომ საქართველო არ გადადგამს ნატო-ში გაწევრიანებისკენ ნაბიჯს,- განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, პარლამენტარმა სერგო რატიანმა რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის განცხადების კომენტირებისას.
საქართველოში ნატო-ს საწვრთნელი ცენტრის განთავსებასთან დაკავშირებით რუსეთს ზედმეტი ვნებათაღელვისა და ნერვიულობის საფუძველი არ გააჩნია, განაცხადა თავდაცვის მინისტრმა მინდია ჯანელიძემ დღეს, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის საპასუხოდ.
რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის განცხადებით, ნატო-საქართველოს თანამშრომლობა არანაირად არ არის მიმართული იმ მიზნისკენ, რომ საქართველოში ნატო-ს სამხედრო ინფრასტრუქტურა განთავსდეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.