თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა გიგი უგულავასათვის აღკვეთის ღონისძიების 20 ათას ლარიანი გირაოთი შეცვლასთან დაკავშირებით და ბრალდებული პატიმრობაში დატოვა.
"გოდერძის უღელტეხილზე საერთაშორისო დონის სამთო კურორტი კეთდებოდა, წინა ხელისუფლების პერიოდში დახარჯულია დაახლოებით, 50 მილიონ ლარამდე და ეს კურორტი დღეს გაჩერებულია",- ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, შუახევის მაჟორიტარმა დეპუტატმა ომარ მეგრელიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
დღეს, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე დანიის სამეფოს შიდა გვარდიისა და ესტონეთის თავდაცვის ლიგის წარმომადგენლებს შეხვდა. საქართველოში სამუშაო ვიზიტად მყოფ დელეგაციას დანიის სამეფოს შიდა გვარდიის პირველი რანგის კაპიტანი, ანდერს ფრისი ხელმძღვანელობდა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელზეც რეგიონში არსებული ვითარება, საგარეო პოლიტიკის გამოწვევები, შიდა და საგარეო საფრთხეები განიხილეს.
პროკურატურა გიგი უგულავას გათავისუფლების შემთხვევაში მისი მიმალვისა და საზოგადოებაში არეულობის გამოწვევის საფრთხეებზე საუბრობს და ბრალდებულის გირაოთი გათავისუფლების შუამდგომლობის დაკმაყოფილების წინააღმდეგია.
თუ ნატო საქართველოს ალიანსში "ჩათრევის" პრაქტიკულ ნაბიჯებს გადადგამს, რუსეთი ამას შესაბამისი ზომებით უპასუხებს, - ეს განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ე.წ სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
"ძალიან მიხარია, რომ პრეზიდენტმა წარმოადგინა კანდიდატი ქალი. ჩემი აზრით, უფრო მეტი ქალი, მათ შორის მართლმსაჯულების სისტემაში წამყვან პოზიციებზე, არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი", - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა პრეზიდენტის მიერ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატად ნინო გვენეტაძის წარდგენის საკითხზე კომენტირებისას.
ქუთაისის სსდ ცენტრის შენობაში, დასავლეთ საქართველოს სასწრაფო სამედიცინო დახმარების პერსონალისთვის ახალი უნიფორმების გადაცემის ცერემონია გაიმართა. პირველ ეტაპზე, ახალი უნიფორმები დასავლეთ საქართველოს სასწრაფო სამედიცინო დახმარების რაიონულ ცენტრებში განაწილდა. რეგიონული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებისა და არასამედიცინო პერსონალისთვის 3000-მდე ახალი ფორმა შეიკერა.
ე.წ. სამხრეთ ოსეთთან რუსეთის მიერ საზღვრის შესახებ ხელშეკრულების გაფორმება, ეს არის კიდევ ერთი მცდელობა მოხდეს რუსეთის მხრიდან საზღვრების კორექცია. ამის შესახებ საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
ე.წ. სამხრეთ ოსეთთან რუსეთის მიერ ხელშეკრულების გაფორმებას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი აფასებს. მისი თქმით, ეს ხელშეკრულება, ისევე როგორც რუსეთის მიერ გაფორმებული სხვა ხელშეკრულებები აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან არის არალეგიტიმური და მას არ აღიარებს არავინ, გარდა იმ ქვეყნებისა, რომლებიც ტრადიციულად აღიარებენ ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.