უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა ნინო გვენეტაძემ საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში ბიძინა ივანიშვილისთვის ფეისბუქის მეშვეობით მადლობის გადახდის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია უარყო და განმარტა, რომ სოციალურ ქსელში კომენტარი მისმა 11 წლის გოგონამ გააკეთა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ სამინისტროს სამი თანამშრომელი პოლიციელისათვის შეუფერებელი ქმედებისთვის - ნარკოტიკული საშუალების უკანონო მოხმარების ფაქტზე სამსახურიდან დაითხოვა.
თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ სტრუქტურულად მის დაქვემდებარებაში მყოფ შიდა აუდიტის სამსახურს თბილისის მერიის სამი სხვადასხვა სამსახურის საქმიანობის შემოწმებადაავალა. ნარმანიას თქმით, ამ პროცესის დასრულების შემდეგ, პერიოდულად სხვა სამსახურებიც შემოწმდება.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი საავტომობილო გზებზე არსებული ვითარების შესახებ განცხადებას ავრცელებს.
"გუშინ შევხვდი პრეზიდენტს და ჩემს ხედვებზე მესაუბრა. გუშინ მითხრა, რომ მე ვიქნებოდი წარდგენილი. ვფიქრობ, დავაკმაყოფილე ის კრიტერიუმები, რაც იყო განსაზღვრული აღნიშნული თანამდებობისთვის“- აღნიშნული განცხადება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა ნინო გვენეტაძემ საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანი და კიდევ ორი პირი დააკავეს.
ამბიციური "რესპუბლიკელები" მუდამ პოლიტიკურ ღირსებასა და თავმოყვარეობაზე ახდენენ აპელირებას და საინტერესოა, ამ შემთხვევაში რატომ ადექვატურად არ რეაგირებენ, რა, მაინცადამაინც "პანღური უნდა უთავაზოთ" მათ ბიძინა ივანიშვილმა, რომ დასტოვონ კოალიცია "ქართული ოცნების" რიგები?!..
საქართველოს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე უკრაინასთან მიმართებაში საქართველოს მთავრობის დამოკიდებულებასა და ევროსტრუქტურებთან აღებული ვალდებულებების შესრულების მხრივ მთავრობის პოლიტიკას აკრიტიკებს.
"მითხარით ერთი სფერო მაინც საქართველოში, რომელიც 2012 წლის არჩევნების შემდეგ გაუმჯობესდა!" -- იკითხა მიხეილ სააკაშვილმა გადაცემა "არჩევანი"-სთვის მიცემულ ინტერვიუში და აღნიშნა, რომ საქართველოში მის დროს დაწყებული დიდი პროექტების შეჩერებამ, არასწორმა სავიზო პოლიტიკამ ეკონომიკური დაღმასვლა და ტურიზმის განვითარების შეჩერება გამოიწვია. ამ ფონზე კი, სააკაშვილი მომდევნო თვეებში ლარის კიდევ უფრო გაუფასურებას პროგნოზირებს.
"მე მქონდა ჩემი პირადი ვალდებულება ზურას ხსოვნის წინაშე, რომელიც ბევრად პირნათლად შევასრულე, ვიდრე ბევრმა მისმა სხვა ფორმალურმა ახლობელმა", - განაცხადა საქართველოს ექს-პრეზიდეტმა მიხეილ სააკაშვილმა გადაცემა „არჩევან"-ში ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმის კომენტირებისას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.