პოლიტიკა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ ყოფილი პრემიერის, გიორგი კვირიკაშვილის პროკურატურაში შესაძლო დაბარებისა და ყოფილი მინისტრების, დიმიტრი ქუმსიშვილისა და ზურაბ ალავიძის გამოკითხვის შესახებ განცხადება გააკეთა.

სრულად...

იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, იგი „აღფრთოვანებულია“ ბიძინა ივანიშვილის იდეით, „ქართულმა ოცნებამ“ არ წარადგინოს თავისი კანდიდატურა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში.

სრულად...

ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია ე.წ. მატროსოვის ციხეში ყოფილი პრემიერ მინისტრის ვანო მერაბიშვილის და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გოგა ონიანის მოსანახულებლად მივიდა. 

სრულად...

პარლამენტის ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრი სერგო რატიანი პრემიერის, მამუკა ბახტაძის განცხადებას ეხმაურება იმის შესახებ, რომ ოპოზიციის ერთადერთი მიზანი ბიძინა ივანიშვილის დისკრედიტაციაა. რატიანის თქმით, როგორც ბახტაძის წინამორბედი პრემიერები, ბახტაძეც ბიძინა ივანიშვილის ძალაუფლების ინსტრუმენტია და აჯობებს კარგად ახსოვდეს, რომ ივანიშვილის კეთილგანწყობა ხანმოკლეა.

სრულად...

პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ პროკურატურაში დიმიტრი ქუმსიშვილის და ზურაბ ალავიძის გამოკითხვის შემდეგ მისი წინამორბედის, გიორგი კვირიკაშვილის გამოკითხვის შესაძლებლობაც „ბუნებრივ მომენტად“ შეაფასა და თქვა, რომ „კითხვებზე უნდა გაეცეს პასუხი“ და „არ აქვს მნიშვნელობა, ადამიანი რა პოზიციაზეა“.

სრულად...

პრემიერ მინისტრი მამუკა ბახტაძე აცხადებს, რომ დემოკრატიისთვის უმჯობესია „ქართულ ოცნებას“ არ ჰყავდეს საკუთარი კანდიდატი საპრეზიდენტო არჩევნებზე.

 

სრულად...

საქართველოს პრემიერ მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ რეგიონული მმართველობა ვერ პასუხობდა შესაბამის მიზნებს, ამიტომ ეს მიმართულება გამოეყო ინფრასტრუქტურის სამინისტროს და გადაინაცვლა საქართველო მთავრობის ადმინისტრაციაში, რეგიონული მართვის მიმართულებას კი სოზარ სუბარი უხელმძღვანელებს, რომელიც ამ დრომდე, პრემიერ მინისტრის მრჩეველია რეგიონული განვითარების საკითხებში.

სრულად...

 პრემიერმა შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, ქვემო ქართლის და სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორები თანამდებობებიდან გაათავისუფლა

სრულად...

პრემიერ მინისტრი მამუკა ბახტაძე, დღეს ყველა გუბერნატორს დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლებს. „კურიერის“ ინფორმაციით, მთავრობის ადმინისტრაციაში შეიქმნება ახალი სამსახური, რომელიც გუბერნატორების მუშაობას გაუწევს კურირებას, ამ სამსახურის უფროსად კი სოზარ სუბარს დანიშნავენ.

სრულად...

„ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“ თავმჯდომარე ბაჩუკი ქარდავა დარწმუნებულია, რომ 10 პოლიტიკური პარტიისგან შემდგარი გაერთიანების, „ძალა ერთობაშია“ საპრეზიდენტო კანდიდატი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გრიგოლ ვაშაძე 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე უალტერნატივო იქნება.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი