პოლიტიკა

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი გიორგი მარგველაშვილს მოუწოდებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი დროულად დაასახელოს, ხოლო პროკურატურამ და სასამართლომ არჩევნების პერიოდში მომხდარი ძალადობის ფაქტები მიუკერძოებლად გამოიძიოს.

სრულად...

„ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ლევან კობერიძემ  TV პირველის გადაცემა „რეაქციაში“ ისაუბრა ირაკლი კობახიძის განცხადებაზე, სადაც პარლამენტის თავმჯდომარე კვირიკაშვილის და მისი გუნდის ურჩობას აბრალებდა ტყიბულის შახტში მომხდარ ტრაგედიას, რადგან პარლამენტს ჰქონდა შეთავაზება მთავრობისთვის შრომითი უსაფრთხოებისთვის რეგულაციების მიღების შესახებ, თუმცა მთავრობამ უარი განაცხდა. კობერიძის თქმით, ასეთი დისკუსია მთავრობას და პარლამენტს შორის არ ყოფილა და კობახიძის მიერ კვირიკაშვილზე გადაბრალება ამ ტრაგედიის იყო არასწორი.

სრულად...

„ამ ავაზაკის მიზანი არის გაიხანგრძლივოს პოლიტიკური მმართველობა, მეორედ შევიდეს მდინარეში, იმავე ტყუილებით და სიცრუით, თავისი ბოროტმოქმედებები კი გადააბრალოს სხვას“, განაცხადა „ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარემ შალვა ნათელაშვილმა „ფეისბუქ-ლაივში“ ხუთშაბათ საღამოს, ბიძინა ივანიშვილის მიერ გაჟღერებული იდეის - „ქართულმა ოცნებამ“ არ წარადგინოს თავისი საპრეზიდენტო კანდიდატი და მხარი დამოუკიდებელ კანდიდატს დაუჭიროს - შეფასებისას.

სრულად...

 „ნაციონალური მოძრაობის“ და კიდევ 9 ოპოზიციური პარტიის გაერთიანება „ძალა ერთობაშიას“ პრეზიდენტობის კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ  სამეგრელოში საარჩევნო კამპანიისას განაცხადა, რომ საქართველოს მოქალაქეს დღეს შია, გამსჭვალულია პროტესტის გრძნობით და ყელში აქვს ამოსული მოქმედი ხელისუფლება.

სრულად...

„რომელ პოლიტიკურ ძალებთან ვაპირებ თანამშრომლობას? პირველ რიგში მინდა ვახსენო რესპუბლიკური პარტია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი და მრავალ ბატალიებში გამობრძმედილი პარტია, პოლიტიკური ბიოგრაფიის დიდი სტაჟით, შესაშური ინტელექტუალური რესურსით და ნათლად გამოკვეთილი პოლიტიკური ლიდერებით...“

სრულად...

კოალიცია „ქართული ოცნების“ ყოფილმა წარმომადგენელმა და ბიძინა ივანიშვილის ყოფილმა თანამებრძოლმა ტელეკომპანია „კავკასიის“ ეთერში, ჟურნალისტ დავით აქუბარდიასთან სტუმრობისას თქვა, რომ ივანიშვილმა „ქართულ ოცნებას“ განაჩენი 2016 წელს გამოუტანა, როცა „შუა გაკრიფა“ და დღეს მმართველ პარტიასაც და ივანიშვილსაც „დაკარგული აქვს მორალური უპირატესობა“, რაც გუბაზ სანიკიძის აზრით, საბოლოოდ „ქართული ოცნების“ „თავისივე სიმძიმით გასრესას“ განაპირობებს.

სრულად...

საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის თქმით, ბუნებას სჭირდება დაცვა და სვანეთში მიმდინარე ღონისძიება, სწორედ ამ სტრატეგიის ფარგლებში ხორციელდება. მაჭავარიანი ასევე აცხადებს, რომ ხე-ტყის ექსპორტში იქნება შეზღუდვები, რადგან ნედლეულის ექსპორტი ქვეყნისთვის საამაყო არ არის.

სრულად...

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ პრემიერი მამუკა ბახტაძითვის საინტერესო იქნება, ნახოს როგორ აქებს ბიძინა ივანიშვილი გიორგი კვირიკაშვილს. 

სრულად...

გიორგი მარგველაშვილმა თავი მოგვჭრა, - ამის შესახებ ყოფილმა დეპუტატმა კობა დავითაშვილმა „პოსტვ“-ის გადაცემა „მედიარენტგენში“ განაცხადა. მისი შეფასებით, მარგველაშვილმა მის ერთადერთ ფუნქციას ვერ გაართვა თავი. დავითაშვილმა საქართველოს პრეზიდენტი ნატოს სამიტზე ცეკვის გამოც გააკრიტიკა.

 

სრულად...

ექსპერტ მამუკა არეშიძის ინფორმაციით, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის უცხოეთში ვიზიტისას სკანდალური ფაქტების შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატებმა წერილობით აცნობეს. როგორც არეშიძემ „პოსტ ტვ“-ის გადაცემა „მედიარენტგენში“ განაცხადა, ამის შესახებ მას ინფორმაცია ევროპელმა ექსპერტებმა მიაწოდეს.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი