პოლიტიკა

„ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილს საქართველოში უმსხვილესი ბიზნესინტერესები აქვს და მას „რამდენიმე მილიარდი აქვს შეტყაპუნებული ბიუჯეტიდან“.

სრულად...

აშშ-მა უკრაინასთან მიმართებით მიიღო „ყირიმის დეკლარაცია“, სადაც საქართველოს რეგიონები, აფხაზეთ-ცხინვალი ნახსენებიც არ არის"! ამ დღეებში, აშშ-მა მიიღო ე.წ. „ყირიმის დეკლარაცია“, სადაც ნათქვამია, რომ აშშ-ბი არ ცნობენ რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას და მოუწოდებენ რუსეთს „შეაჩეროს“ ეს გადაწყვეტილება! ამ დეკლარაციას იმიტომ ჰქვია „ყირიმის“, რომ რუსეთის მხრიდან მხოლოდ(!) ყირიმის ანექსიას გმობენ ამერიკელები და მასში, - სიტყვა არ არის ნათქვამი, რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაციაზე და „დამოუკიდებლობის აღიარებაზე“!

სრულად...

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახური ადიგენში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება.

სრულად...

ზემო სვანეთის სოფლებში - ჭუბერსა და ხაიშში სპეცდანიშნულების რაზმების შეყვანას ეხმაურება პოლიტიკოსი გუბაზ სანიკიძე, რომელიც მიმართავს მამუკა ბახტაძეს და მის მთავრობას, რომ ნუ „დაუშვებენ ისეთ შეცდომებს, რომელიც დანაშაულზე უარესია“.

სრულად...

ადიგენში „ევროპული საქართველოს" მაჟორიტარი დეპუტატი , ზურაბ შაინიძე სცემეს. შაინიძის  განცხადებით, მას ფიზიკურად „ქართული ოცნების" მხარდამჭერები გაუსწორდნენ. როგორც დაზარალებული ამბობს, კონფლიქტი მას შემდეგ დაიწყო, რაც მან სტადიონზე დაპირისპირებული ახალგაზრდების გაშველება სცადა.

სრულად...

პუბლიცისტმა თაკო ჩარკვიანმა განაცხადა, რომ ახალ პოლიტიკურ პარტიას ქმნის, სადაც საქართველოს ყველა ძალა იქნება გაერთიანებული.

სრულად...

ადამიანები ჩვენგან ითხოვენ პირდაპირ გამარჯვებას და ითხოვენ ამ გამარჯვების მხარდაჭერას და დაცვას, - განაცხადა „ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“ ლიდერმა ბაჩუკი ქარდავამ ფოთში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და სხვა ოპოზიციური პარტიების გაერთიანების, „ძალა ერთობაშია“ საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართული შეხვედრისას.

სრულად...

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და სხვა ოპოზიციური პარტიების გაერთიანების, „ძალა ერთობაშია“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ ფოთში საარჩევნო კამპანიის ფარგლებში განაცხადა, რომ „გამარჯვება უნდა დაიწყოს საპრეზიდენტო არჩევნებით“.

სრულად...

გია ვოლსკიმ „ქართული ოცნების“ მიერ საპრეზიდენტო კანდიდატის არჩევასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ არსებობს მყარი მოსაზრება, რომ სალომე ზურაბიშვილს დაუჭერს პარტია მხარს ან საერთოდ არ ჩაერთვებიან არჩევნებში.

სრულად...

„ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარემ შალვა ნათელაშვილმა ზემო სვანეთის სოფელ ხაიშში ადგილობრივ მოსახლეობასა და სპეციალური დანიშნულების რაზმს შორის მომხდარი მწვავე დაპირისპირების შესახებ, ხუთშაბათს საღამოს, „ფეისბუქ-ლაივში“ განაცხადა, რომ 1 500 კაციანი სპეცრაზმი სვანეთში ივანიშვილის ბრძანებით შევიდა.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი