თბილისის საკრებულომ დედაქალაქის ცენტრში მიწის ნაკვეთის გადაცემის საკითხის განხილვა დაასრულა.
ჩვენ მივესალმებით აზერბაიჯანული კომპანიების წარმატებულ საქმიანობას საქართველოში, თუმცა, სამომავლო გეგმები გაცილებით დიდია - მაქსიმალურად უნდა გავზარდოთ ორმხრივი ინვესტიციები, ხელი შევუწყოთ ერთობლივი მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას და ჩვენი თანამშრომლობა ახალ საფეხურზე ავიყვანოთ, მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ეს განცხადება პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა Caspian Energy Georgia-ს დაფუძნებისადმი მიძღვნილ სამუშაო ლანჩზე გააკეთა.
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები აგიტაციას კანონდარღვევით ახორციელებენ.
თბილისის საკრებულოს სხდომათა დარბაზი ბლოკირებულია. ცოტა ხნის წინ დარბაზში „ნაციონალური მოძრაობის“ და სხვა ოპოზიციური პარტიების თბილისის მერობის კანდიდატები „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს მოუწოდებდნენ სხდომის გადადებას.
„ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ორ მუნიციპალიტეტში - ნინოწმინდასა და ახალქალაქში ერევანსა და მოსკოვს შორის მიღწეული შეთანხმების საფუძველზე ივანიშვილის რეჟიმის მიერ ხმები მხოლოდ ორ პარტიას, „ქართულ ოცნებასა“ და „პატრიოტთა ალიანსს“ შორის გადანაწილდება.
ბათუმში, საკრებულოს სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა საკითხის განხილვას, გადასცენ თუ არა კომპანია „ბიზნესდეველოპმენტს“ მიწის ნაკვეთები ბათუმის ბოტანიკური ბაღის სანაპირო ზოლსა და მწვანე კონცხის ნაწილზე.
თბილისის საკრებულოში გარემოს დაცვისა და ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიების გაფართოებული სხდომაზე, რომელსაც კომისიის წევრებთან ერთად, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატები ესწრებიან, სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
„შენების მოძრაობის" ინფორმაციით დმანისში „ქართულ ოცნება" მოსახლეობაზე ზეწოლას ახდენს. სოფელ ირგანჩაის მცხოვრებლებს მმართველი პარტიის დმანისის შტაბის იურისტი ემზარ პეტრიაშვილი სთხოვს ყურანზე დაიფიცონ, რომ 21 ოქტომბერს ბიულეტენში 41-ს შემოხაზავენ.
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე გლდანისა და მუხიანის მოსახლეობას შეხვდა და პროგრამული ხედვა გააცნო.
„ის, რასაც პრეზიდენტისა და მისი ადმინისტრაციის მხრიდან ვხედავთ, აღმაშფოთებელი და ძალიან ცუდი, ბინძური პიარკამპანიის ნაწილია", აღნიშნული განცხადება ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ გააკეთა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.