„ჩვენი ქვეყნის რიგითი მოქალაქეების, რიგითი ადამიანების ბედნიერებაზე გადის სახელმწიფოს პერსპექტივა, ქვეყნის წარმატება. სწორედ ამ ხედვის, ამ ღირებულებების, ამ პრინციპის გარშემო გააერთიანა ბიძინა ივანიშვილმა მთელი ქვეყანა და ხალხთან ერთად გავიმარჯვეთ 2012 წლის 1 ოქტომბერს“, განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
საკრებულოს მიერ თაბორის მთისა და პუშკინის ქუჩის ნაწილისთვის ზონის სტატუსის შეცვლას „მცდელობას ტერიტორია ბიძინა ივანიშვილს გადასცენ", ამ წუთებში პუშკინის სკვერში აპროტესტებს პარტია „ევროპული საქართველო“.
პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატი ავთანდილ ცინცაძე, სოფლების, დიღმის, თელოვანის, ძველი ვეძისის და დიდგორის მოსახლეობას შეხვდა.
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე გლდანის მეშვიდე, მეხუთე, მესამე და პირველი მიკრორაიონების მოსახლეობას შეხვდა და თბილისის განვითარების პროგრამული ხედვა გააცნო.
პრემიერ მინისტრმა, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილმა რუსთავში, ქვემო ქართლის რეგიონის მუნიციპალიტეტების მერობის კანდიდატები წარადგინა.
„ევროპული საქართველო“ 1-ელ ოქტომბერს, 18:00 საათზე პუშკინის სკვერში საპროტესტო აქციას გამართავს. აქცია პარტიის თბილისის მერობის კანდიდატმა, ელენე ხოშტარიამ ცოტა ხნის წინ თაბორის მთაზე გამართული ბრიფინგის დროს დააანონსა.
„თქვენ ხართ ადამიანები, რომლებმაც განიცადეს ძალიან დიდი ტკივილი. მე მჯერა, რომ ჩვენ აუცილებლად დავბრუნდებით აფხაზეთსა და სამაჩაბლოში. ეს ორი რეგიონი არის საქართველო, ჩვენი სამშობლო, მაგრამ თბილისი ჩვენი დედაქალაქია და თითოეული ჩვენგანის სურვილია, ხვალინდელი თბილისი იყოს უფრო უკეთესი, მოწესრიგებული და ლამაზი. ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ ბევრი პრობლემაა ქალაქში და უნდა გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები, რათა ისინი მოგვარდეს“, აღნიშნული განცხადება კახა კალაძემ აფხაზეთიდან დევნილ საზოგადოებასთან შეხვედრისას გააკეთა.
ჩვენ არ შევეგუებით იმას, რომ ერთ ლარად გადაეცეს ბიძინა ივანიშვილს ნახევარი თბილისი, აღნიშნული განცხადება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თბილისის მერობის კანდიდატმა, ზაალ უდუმაშვილმა ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.
საქართველოს პრემიერ მინისტრი, პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილი ქვემო ქართლის რეგიონის მუნიციპალიტეტების მერობის კანდიდატებს წარადგენს.
საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განაცხადებით, უშიშროების საბჭოს სხდომაზე განიხილებოდა დოკუმენტი შეიარაღებული ძალების რიცხოვნობის შესახებ, რომელიც პარლამენტს დასამტკიცებლად გადაეგზავნა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.