პარლამენტმა მესამე მოსმენით საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების პროექტი დაამტკიცა. კანონმდებლებმა საქართველოს კონსტიტუციის პროექტი 117-ხმით, 2-ის წინააღმდეგ მიიღეს.
„დღეს ჩვენ ვიღებთ საკონსტიტუციო ცვლილებებს. ეს არის დოკუმენტი, რომელიც აგებულია ეროვნულ ინტერესებზე. ეს არის ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული ევროპული ტიპის კონსტიტუცია“, პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, აღნიშნული განცხადება ირაკლი კობახიძემ დღეს, პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე გააკეთა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ პარლამენტის რიგგარეშე სხდომის დატოვებას ხმაური მოჰყვა. პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, ოპოზიცია უკვე მესამედ გაიქცა.
თქვენი კონსტიტუციის თავი და ტანი არის ივანიშვილი, თქვენ ხართ ფეხები, ასე მიმართა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, რომან გოცირიძემ საპარლამენტო უმრავლესობას პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, სადაც მესამე მოსმენით კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის განხილვა მიმდინარეობს.
ნამდვილად გულწრფელი მინდა ვიყო და გეტყვით, რომ ნამდვილად არ მშურს არც ერთი თქვენგანის, ვინც წარმოადგენთ „ქართულ ოცნებას". იცით, რატომ არ მშურს? იმიტომ, რომ დანამდვილებით ვხედავ თქვენს მომავალს, თანაც უახლოეს მომავალს. დანამდვილებით ვხედავ, როგორ გაფაციცებით ზოგი ეცდებით მომდევნო ხელისუფლებასთან მიტმასნებას, ზოგი მიეკედლებით და ეტყვით რომ მიშველეთო, ასე მიმართა „ერთიანი ნაციოალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ საპარლამენტო უმრავლესობას.
დააბრუნეთ საკონსტიტუციო ცვლილებები მეორე მოსმენაზე, დაგიჭერთ მხარს, აღნიშნული განცხადება „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე გააკეთა, სადაც მესამე მოსმენით კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის განხილვა მიმდინარეობს.
პარლამენტში რიგგარეშე სხდომის ფორმატში, მესამე მოსმენით კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის განხილვა მიმდინარეობს.
საქართველოს მთავრობამ, ქვეყნის საინვესტიციო გარემოს უფრო მიმზიდველობის კიდევ უფრო გაზრდისა და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, საჯარო და კერძო სექტორებს შორის თანამშრომლობის ჩარჩო-კანონმდებლობა შეიმუშავა.
„სამწუხაროდ, ოპოზიცია ცდილობს წარმოაჩინოს, რომ ეს არის ერთი პარტიის დოკუმენტი, რაც სავსებით არ არის ასე", პრემიერ მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, აღნიშნული განცხადება გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გააკეთა.
დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა - პარლამენტი მესამე მოსმენით კენჭს უყრის ქვეყნის უმნიშვნელოვანეს დოკუმენტს, საქართველოს კონსტიტუციას, აღნიშნული განცხადება პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გააკეთა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.