უმეტეს ქვეყანაში ქართულ დიასპორულ ორგანიზაციებს შორის დაპირისპირებაა, აღნიშნული განცხადება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ პარლამენტში, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გააკეთა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოსაწვევად, რომელზეც მესამე მოსმენით უნდა იქნეს განხილული საკონსტიტუციო ცვლილებების პაკეტი, წერილობითი მოთხოვნით მიმართა საქართველოს პრეზიდენტს.
„ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატს, ალი მამედოვს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ სადახლოში, თავს დაესხნენ, ამის შესახებ ნათქვამია პარტიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
„ადამიანები ორი ათეული წელია ცხოვრობენ აქ, თაობები გაიზარდნენ ამ ოჯახებში და ისინი ვერ ახერხებენ ბინების დაკანონებას. ეს მართლაც სამწუხარო ფაქტია. როგორც კი გავხდები თბილისის მერი, იმ დღიდანვე დავიწყებ ამ პრობლემის მოგვარებას”, პარტიის პრესსამსახურის ცნობით, აღნიშნული განცხადება კახა კალაძემ ნუცუბიძის მეოთხე მიკრორაიონის N35 კორპუსის მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
„ოთხი წლის განმავლობაში შეუძლებელი იქნება ყველა იმ პრობლემის მოგვარება, რომელიც 20-25 წლის განმავლობაში გროვდებოდა და დღესაც აქტუალურია, თუმცა, ჩემს გუნდთან ერთად, იმის ამბიცია მართლაც მაქვს, რომ 4 წლის თავზე თბილისი იყოს განსხვავებული და ყველასათვის ხელშესახები იყოს ის რეფორმები, რომლებსაც ჩვენ
განვახორციელებთ”, აღნიშნული განცხადება კახა კალაძემ მოსახლეობასთან შეხვედრისას გააკეთა.
კონსტიტუციური კანონის პროექტის მესამე მოსმენით განხილვა მომავალ კვირას გაიმართება. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, დღეს საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ისაუბრა.
„დღეს საქართველოს პარლამენტმა მიიღო წინასწარი დასკვნა ვენეციის კომისიისგან, რომელშიც უაღრესად დადებითად არის შეფასებული საკონსტიტუციო რეფორმის პროცესი“, პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, აღნიშნული განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დღეს, საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
ოკუპირებულ სოფელ ერედვში რუსეთის ფედერაციის დაფინანსებით ხდება დევნილი მოსახლეობის სახლების ნგრევა, რაც მიზნად ისახავს ქართული მოსახლეობის კვალის ამოშლას, ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებაში, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ცოტა ხნის წინ გაავრცელა.
„ჩვენთვის განსაკუთრებული პრიორიტეტია მშვიდობიანი და სამართლიანი არჩევნების უზრუნველყოფა. ამ კუთხით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამართალდამცავი ორგანოების შესაბამისი მოქმედება“, - ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის მიერ სპეციალური ბრძანების გამოცემას.
„ჩვენი მოლოდინი არის, რა თქმა უნდა, პოზიტიური, იქიდან გამომდინარე, რომ უკვე გვაქვს მიღებული წინა დასკვნა პროექტთან დაკავშირებით. იქ იყო ასახული 20-ზე მეტი რეკომენდაცია, რომელიც გავითვალისწინეთ“, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ვენეციის კომისიის დასკვნასთან დაკავშირებით.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.