საქართველოს ვიცე პრემიერი საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე 2017 წლის 4-5 სექტემბერს ოფიციალურ ვიზიტად ბელარუსის რესპუბლიკას ეწვევა.
რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატების წარდგენისას პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა იმისათვის, რომ „ჩვენს ხალხს ეგრძნო შვება და თითოეული ჩვენგანის ოჯახის მდგომარეობა გაუმჯობესებულიყო“.
საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ცოტა ხნის წინა ქალაქ ამბროლაურში, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონში პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მერობის კანდიდატები წარადგინა.
საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი კვირას, 3 სექტემბერს, 16:00 საათზე ქალაქ ამბროლაურში, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონში პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მერობის კანდიდატებს წარადგენს.
ქუთაისს და მთელ იმერეთს ყველა რესურსი აქვს იმისთვის, რომ თავისი ხმამაღალი სიტყვა თქვას ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში, მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, აღნიშნული განცხადება პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ქუთაისში, იმერეთის რეგიონის „ქართული ოცნების" მერობის კანდიდატების წარდგენისას გააკეთა.
საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა იმერეთის რეგიონში„ქართული ოცნების” მერობის კანდიდატები დაასახელა.
ვენეციის კომისიის პრეზიდენტი ჯანი ბუკიკიო საქართველოს პარლამენტს მოუწოდებს, „კონსტიტუციის პროექტის საბოლოოდ მიღებამდე, მასში ცვლილებები შეიტანოს საქართველოს ყველა პოლიტიკურ პარტიასთან დიალოგისა და ჩვენი დასკვნის საფუძველზე".
საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა „ქართული ოცნების" თბილისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი საპარლამენტო უმრავლესობის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა.
შეხვედრისას, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე, პრეზიდენტის მრჩეველი ადამიანის უფლებათა საკითხებში კახა კოჟორიძე, საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე ესწრებოდნენ, საქართველოს მიმართ რუსეთის აგრესიული პოლიტიკა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო განიხილეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.