პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, სოფიო ქაცარავას თქმით, ბორჯომის ხეობაში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში დახმარების თხოვნის თაობაზე რუსეთისადმი მიმართვის საკითხზე, პარლამენტში საგარეო საქმეთა მინისტრის მისვლა საჭირო არ არის.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ბორჯომის ხეობაში ხანძრის სალიკვიდაციო ოპერაციაში დახმარების თაობაზე რუსეთისთვის მიმართვის გამო, მთავრობის წევრებს პარლამენტში იბარებს.
ჩვენ ყოველთვის ვამბობდით და დღესაც იგივეს ვიმეორებთ, რომ დღესაც მზად ვართ დიალოგის წარმოებისთვის და კონსესუსის მიღწევისთვის, აღნიშნული განცხადება ჟურნალისტებთან საუბრისას საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ გააკეთა.
თუ ოპოზიცია მოახერხებს იმ საკითხების ჩამოწერას, რომელთა ასახვის შემთხვევაში ის მხარს დაუჭერს საკონსტიტუციო ცვლილებებს, დიალოგი შეიძლება გაგრძელდეს, აღნიშნული განცხადება ჟურნალისტებთან საუბრისას პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გააკეთა.
„საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ მის ლიდერზე, შალვა ნათელაშვილზე სოციალური ქსელებით ტერორისტული აქტის მომზადების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და აცხადებს, რომ „ივანიშვილის კრიმინალური რეჟიმი ან აღკვეთს პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებზე დევნის კამპანიას ან ქართველი ხალხი თვითონ მოუღებს ბოლოს მათ თარეშს“.
ბორჯომის ხეობაში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობაში რუსული მხარის მონაწილეობის შესახებ საკითხის კომენტირებისას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ პარასკევს განაცხადა, რომ მოსკოვი „დაუყოვნებლივ გამოეხმაურა თბილისიდან თხოვნას ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში ხანძრის ჩაქრობაში დახმარებასთან დაკავშირებით“.
საქართველოს პრემიერ მინისტრი, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილი თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის შტაბის გახსნას დაესწრო და მას მომავალ არჩევნებში გამარჯვება უსურვა, ამასთან გამოთქვა იმედი, რომ კალაძე „აუცილებლად პირველივე ტურში მოიგებს არჩევნებს“.
გერმანიაში ვიზიტისას საქართველოს ვიცე პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა ჰესენის პარლამენტის თავმჯდომარესთან, ნორბერტ კარტმანთან გამართა.
გერმანიის ფედერაციაში ვიზიტისას საქართველოს ვიცე პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა ჰესენის სახელმწიფო მინისტრთან ფედერაციასთან უსაფრთხოებისა და ევროპულ საკითხებში ლუსია პუტრიხთან გამართა.
ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან დაწყებული, ქვეყნის ორ რეგიონში - აფხაზეთში და ე.წ. სამხრეთ ოსეთში, სეპარატისტებთან სისხლისმღვრელი კონფლიქტების გამო, საქართველოს სახელმწიფო ვერ აკონტროლებს აღნიშნულ ტერიტორიებს!
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.