„ქართულ ოცნებასთან“ ასოცირებული ფსიქოლოგი ზურაბ ბიგვავა, რომლის კომპანია „ფსიქოპროექტი“ მმართველი ძალისთვის შიდა კვლევებს ატარებს, ამბობს, რომ დაახლოებით თვენახევრის წინ მათ „ქართული ოცნებისთვის“ კვლევა ჩაატარეს და პირველ ადგილზე გავიდა კახა კალაძე 40%-მდე მხარდაჭერით.
„პატრიოტთა ალიანსმა“ თბილისის მერობის კანდიდატად პარტიის გენერალური მდივანი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი წარადგინა.
ხურჩაში ოთხშაბათს ახალი მავთულხლართები გამოჩნდა. ტერიტორიას, რომელიც რუსულმა საოკუპაციო ძალებმა, გასულ კვირას მავთულხლართებით შემოღობეს, დღეს ახალი ხაზი მიემატა. ინფორმაციას „რუსთავი 2“ ავრცელებს.
საქართველოს პრეზიდენტი ახალი კონსტიტუციის დაჩქარებული წესით მიღების პროცესს აკრიტიკებს და „ჩაკეტილ კარს მიღმა ჭკვიანი იურისტების და კონსტიტუციონალისტების“ მუშაობას იწუნებს გამომდინარე იქედან, რომ „კონსტიტუცია თითოეული მოქალაქისაა“. გიორგი მარგველაშვილი ამბობს, რომ „ორი მოსმენით მგონი, მოსესაც კი არ მიუღია ათი მცნება, რომლითაც დღეს ვცხოვრობთ“.
„ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ საგანგებო ბრიფინგზე კვალიფიციურ ოპოზიციურ პარტიებს საკონსტიტუციო ცვლილებების მომავალ განხილვებში ჩართვა შესთავაზა.
კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ წარმომადგენელის, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის მიერ სპეციალური განცხადების გაკეთება სამშაბათს, 18:00 საათზე იგეგემება.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა სავარაუდოდ მასსა და „ავაკოვს“ შორის სატელეფონო საუბრის შესახებ კომენტირებისას თქვა, რომ სატელეფონო ჩანაწერებთან დაკავშირებით „ჩვენ კომენტარი გავაკეთეთ, ამაზე მეტი, მე მგონი, ზედმეტად თავის მართლება გამოვა, მინდა გითხრათ, რომ დარდიც არ მაქვს“.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის და „უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის არსენ ავაკოვის“ სატელეფონო ჩანაწერს, რომელიც ვებგვერდმა Страна.ua -მ ექსკლუზიურად გამოაქვეყნა და რომლის ნამდვილობა ჯერჯერობით არ არის დადასტურებული, „იუმორისტული სკეტჩის ეპიზოდად“ აღიქვამს „ქართული ოცნების“ დეპუტატი ეკა ბესელია.
ვლადიმერ პაპავა, რომელმაც თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის პოსტი გასულ წელს დატოვა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, ალექსანდრე ჯეჯელავას ნებისმიერი პოლიტიკური თანამდებობისათვის „შეუფერებელ პიროვნებად“ მიიჩნევს.
აფხაზეთში, 25 წლის წინათ დაწყებულ შეიარაღებულ კონფლიქტს ეხმიანება საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც აფხაზეთის ომს უახლესი ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე ტრაგიკულ მოვლენას უწოდებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.