პარლამენტი დღეს პრეზიდენტის ყოველწლიურ ანგარიშს მოისმენს. საკანონმდებლო ორგანოში პლენარულ სხდომაზე პრემიერ მინისტრს, მინისტრებს, უმაღლესი სახელმწიფო ინსტიტუციების ხელმძღვანელ პირებს, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ელოდებიან.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს ქუთაისში „კონსტიტუცია ყველასია" კამპანიის ფარგლებში პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა და საკონსტიტუციო რეფორმის ძირითად საკითხებთან დაკავშირებით დისკუსია გამართა.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში აშშ-ში საქართველოს ელჩი დავით ბაქრაძე მიიღო.
ევროპარლამენტის უსაფრთხოებისა და თავდაცვის ქვეკომიტეტის (SEDE) თავმჯდომარე ანა ფოტიგა ავრცელებს განცხადებას, რომელშიც ის ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.
საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა „კონსტიტუცია ყველასია" კამპანიის ფარგლებში, დღეს შეხვედრა ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან გამართა.
მინდა, მოგილოცოთ „საქართველოსა და ევროპის პოლიციის სამსახურს შორის ოპერატიული და სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების“ გაფორმება, რადგან ამ შეთანხმებით ევროპა აღიარებს საქართველოს, როგორც ძალიან მნიშვნელოვან პარტნიორს, მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ამ სიტყვებით გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ მინისტრი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ევროპოლს შორის შეთანხმების ხელმოწერას.
სენატში ირლანდიის მთავრობის წარმომადგენელი ევროკავშირის საკითხებში, სენატორი ნილ რიჩმონდი საქართველოს შესახებ ვებ-გამოცემა sluggerotoole-ზე განთავსებულ საკუთარ ბლოგზე საქართველოსთან ირლანდიის ბიზნესშესაძლებლობების არსებობაზე წერს.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, იან კელის შეხვდა.
გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი ტალებ რიფაი ღირსების ორდენით დაჯილდოვდა, - ჯილდო ტალებ რიფაის საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს გამართულ შეხვედრაზე გადასცა.
საქართველოს პრეზიდენტის პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე და საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით პოლიტიკური ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდნენ და საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.