საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ოკუპირებულ აფხაზეთში საოკუპაციო რეჟიმის მიერ ე.წ. ბინადრობის მოწმობების გაცემის დაწყებას გამოეხმაურა. საგარეო უწყების ცნობით, ჯანელიძემ განაცხადა, რომ საქართველო მაქსიმალურად ახდენს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების დაღვევის ფაქტებზე საერთაშორისო თანამეგობრობის მობილიზებას.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი უკრაინის პრეზიდენტს, პეტრო პოროშენკოს პირისპირ შეხვდა. პრეზიდენტმა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ კიდევ ერთხელ მხარდაჭერა გამოხატა და სურვილი გამოთქვა, რომ საქართველოსთან სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, თავდაცვის სფეროში, თანამშრომლობა გაღრმავდეს.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე აშშ-ის სენატში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი რეზოლუციის შესვლას ეხმაურება.
ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის ვიზა-ლიბერალიზაციის მინიჭება ეს არის ჩვენი ქვეყნის, ჩვენი სახელმწიფო ინსტიტიციების და თითეული თქვენგანის აღიარება, რომ თქვენ, საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც გაქვთ საქართველოს პასპორტი, გაქვთ თავისუფლება გადაადგილდებოდეთ ევროკავშირის მასშტაბით, შედიოდეთ თავისუფლად, მაშინ როდესაც ეს არის უდიდესი გამოწვევა დღეს ევროკავშირისთვის".
„დევნილებთან დაკავშირებით სახელმწიფო სტრატეგია მოიცავს ორ უმთავრეს კომპონენტს", აღნიშნული განცხადება დევნილთა და განსახლების მინისტრმა, სოზარ სუბარმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდგომ გააკეთა.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პარლამენტს მისი საპარლამენტო გამოსვლის ირგვლივ დებატების მოწყობას სთავაზობს.
საქართველოს და ლიტვის პრეზიდენტების შეთანხმების საფუძველზე, გიორგი მარგველაშვილის სახელმწიფოებრივ პოზიციას საერთაშორისო ორგანიზაციებში და საერთაშორისო ფორმატებზე, რომლებსაც საქართველო ვერ დაესწრება, ლიტვის პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე წარადგენს.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, ლიტვაში ოფიციალური ვიზიტისას, დელეგაციასთან ერთად, ლიტვის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარეს ვიქტორას პრანცკიეტისის სამუშაო სადილზე შეხვდა.
საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს, კახა კახიშვილს პენიტენციური სისტემის რეფორმის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის შემუშავებისთვის მადლობას უხდის.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.