პოლიტიკა

პრემიერ მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, მთავრობის სხდომაზე დღეს მინისტრთა კაბინეტი დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სამოქმედო გეგმას განიხილავს, რომელიც მიკრო და მცირე საწარმოების მხარდაჭერის, პროფესიული განათლების მიღების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და დასაქმების პროგრამებს ითვალისწინებს.

სრულად...

2017 წლის 28 მარტი ისტორიაში შევა, როგორც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თარიღი, როდესაც ევროპამ საქართველოს მოსახლეობას გაუღო კარი, - მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, აღნიშნული განცხადება საქართველოს პრემიერ მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ გააკეთა.

სრულად...

მინდა, სრული პასუხისმგებლობის გრძნობით განვაცხადო, ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ საქართველოს თითოეული მოქალაქის მიერ გამოხატული ნება ბოლომდე აღსრულდეს და საქართველო გახდეს ჭეშმარიტად დამოუკიდებელი, სუვერენული, დასავლური, ცივილიზებული სამყაროს წევრი ქვეყანა, - მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მნიშვნელოვან თარიღს - 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმს.

სრულად...

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ „თავის დროზე შვიდი მუნიციპალიტეტის გაყოფა არასწორი იყო". მისი აზრით, გაყოფილი თვითმმართველი ერთეულების გაერთიანება თავის მხრივ, სირთულეებთან არის დაკავშირებული.

სრულად...

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა, ლიტვაში ოფიციალური ვიზიტისას, ლიტვის რესპუბლიკის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგო და მემორიალი გვირგვინით შეამკო.

სრულად...

საქართველოს და ლიტვის პრეზიდენტებმა პირისპირ შეხვედრის შემდეგ მედიისათვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ლიტვის პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილს ვიზა-ლიბერალიზაციის წარმატებით დასრულება მიულოცა. 

სრულად...

საქართველოს პრემიერ მინისტრი დღეს უზბეკეთის ოლი მაჟლისის (პარლამენტი) სენატის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს შეხვდა.

სრულად...

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ლიტვის რესპუბლიკის პრემიერ მინისტრს, საულიუს სკვერნელისის შეხვდა.

სრულად...

საქართველოში სამუშაო ვიზიტად მყოფი ვენეციის კომისიის დელეგაცია, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის პირველ სამუშაო ჯგუფის წევრებს შეხვდა.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი