ამერიკის სახელმწიფო მდივნის, ჯონ ქერის ხანმოკლე ვიზიტი თბილისში - საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტებით, მისმა თვითმფრინავმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ტექნიკური დაშვება განახორციელა.
ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლების, მართლმსაჯულებისა და საშინაო საკითხების კომიტეტი საქართველოს ვიზა-ლიბერალიზაციის საკითხზე კენჭს დღეს უყრის, - აღნიშნულია ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლების, მართლმსაჯულებისა და შინაგან საქმეთა კომიტეტის (LIBE) „თვითერის“ გვერდზე.
დღეს, დღის 3 საათზე გიგა ბოკერია და მისი დაჯგუფება „ერთიან ნაციონალურ მოძრაობში“, პარტიის ერთიანობის რღვევის შესახებ ოფიციალურ განცხადებას გააკეთებს და იმ მიზეზებს განმარტავს, თუ რატომ ხდება „ნაციონალური მოძრაობის“ გაყოფა. როგორც გიგი წერეთელმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, „ამას სჭირდება ახსნა, რატომ და რა ხდება, რატომ იყოფა ნაციონალური მოძრაობა და შესაბამისად, ეს განცხადება გაკეთდება“.
საქართველოს პრეზიდენტის სიძის დაჭრის ფაქტს პრეზიდენტის პრესსპიკერი ეკა მიშველაძე გამოეხმაურა.
საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ირანის ისლამური რესპუბლიკის ყოფილი პრეზიდენტის, აიათოლა აქბარ ჰაშემი რაფსანჯანის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ირანის მიზანშეწონილობის საბჭოს თავმჯდომარისა და ყოფილი პრეზიდენტის, აიათოლა აქბარ ჰაშემი რაფსანჯანის გარდაცვალებასთან დაკავშირებულ სამგლოვიარო ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად ირანის ისლამურ რესპუბლიკას ეწვია.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში განხორციელებულ ტერორისტულ აქტებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
„ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი" საქართველოს მთავრობას მიმართავს და მოითხოვს, რომ „პოლიტიკური გადაწყვეტილების ან საკონსტიტუციო გადაწყვეტილების მიღებამდე ხელისუფლებამ შეაჩეროს საქართველოს ყველა მოქალაქის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა", რომლებიც სსკ-ის 265-ე მუხლით არიან გასამართლებულნი.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი სერგი კაპანაძე რუსეთიდან სომხეთში გაზის ტრანზიტის საფასურის გადახდის ფორმასთან დაკავშირებით, „გაზპრომ ექსპორტის" მოთხოვნაზე ქართული მხარის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმაურება და მიიჩნევს, რომ მთავრობის აღნიშნული გადაწყვეტილება ქვეყნის უსაფრთხოებისთვის „ძალიან სახიფათოა".
საქართველოს მთავრობის მიერ „გაზპრომთან“ ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე მიღწეულ შეთანხმებას, პარლამენტის წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, რომან გოცირიძე „კაპიტულანტურ ქმედებად“ აფასებს და ამბობს, რომ „მცოცავი ეკონომიკური ანექსია“ გრძელდება, „შემდეგი სამიზნე“ კი საქართველოს რკინიგზის აფხაზეთის მონაკვეთი იქნება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.