თბილისის ყოფილი მერის, საპატიმროდან ახლახან გამოსული გიგი უგულავას განცხადებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დანგრევაზე პასუხისმგებელი არის ერთადერთი ადამიანი - ის ადამიანი, ვინც ეს პარტია შექმნა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გაყოფის თაობაზე დავით ბაქრაძის მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ, სააკაშვილის გუნდისაგან გამიჯნულმა გიგი უგულავამ განაცხადა, რომ „პარტია არ შეუქმნია მიხეილ სააკაშვილს“, რომელიც მისი თქმით, 2002 წლის მსგავსად „აღარ ასხივებს ლიდერობას“, „აღარ არის ლიდერობის ღირსი“ და „ეს პარტია შექმნა ძალიან ბევრმა თავისუფალმა, ძლიერმა ადამიანმა“, რომელთა ნაწილი, მათ შორის პარტიის გენერალური მდივანი დღეს ციხეში იმყოფება.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთი-ერთი ლიდერის, დავით ბაქრაძის განცხადებით, დღეს პარტია დადგა იმ რეალობის წინაშე, რომ ხდება „ნაციონალური მოძრაობის" გაყოფა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ნიკა მელია ე.წ. ბოკერია-უგულავას ფრთის მიერ პარტიიდან წასვლის დაანონსებას ეხმაურება და აცხადებს, რომ „ბოკერიამ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც გადაწყდა, რომ პარტიის ყრილობაში 7 000 დელეგატი მიიღებდა მონაწილეობას".
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ირმა ნადირაშვილის განცხადებით, პარტიას 21 წევრი დატოვებს.
პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჩეხეთის ელჩთან, ტომაშ პერნიცკისთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ლიტვის რესპუბლიკას ეწვია. საგარეო უწყების ცნობით, ვიზიტისას ჯანელიძე მონაწილეობას მიიღებს ყოველწლიურ ზამთრის კონფერენციაში „Snow Meeting 2017”.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი „აწარმოე საქართველოში - სწრაფი განვითარებისათვის“ პროგრამის ახალი პლატფორმის პრეზენტაციას დაესწრო და მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა.
ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლების, მართლმსაჯულების და საშინაო საკითხების კომიტეტმა (LIBE) ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირა საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის შემოღებას. აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.
ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებათა, მართლმსაჯულებისა და საშინაო საკითხების კომიტეტმა (LIBE) საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლას მხარი დაუჭირა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.