„ევროპული საქართველო“ აცხადებს, რომ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ საპარლამენტო ფრაქციის შექმნაში ხელს არ უშლის და გამოხატავს მზადყოფნას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებულ იურიდიულ დეტალებზე ყოფილ თანაგუნდელებს წარმომადგენლებთან, „საჯარო სივრცეში აზრთა სხვადასხვაობის გადმოტანის გარეშე“ ტექნიკურ კონსულტაციები გაუწიოს.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ე.წ. სააკაშვილის ფრთა ყოფილ თანაგუნდელებთან პარლამენტში პოლიტიკურ ბრძოლას იწყებს, რომლის მიზანიც იქნება ის, რომ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ჰყავდეს თავისი ფრაქცია და ამისათვის, თინათინ ბოკუჩავას თქმით, ისინი ყველანაირ ბერკეტს გამოიყენებენ.
საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრების კიევში გამართული შეხვედრის შემდეგ, პარტიის ე.წ. სააკაშვილის დაჯგუფების წარმომადგენელი აკაკი მინაშვილი აცხადებს, რომ უკრაინის დედაქალაქში საუბარი ძირითადად 20 იანვრის ყრილობის მზადებას და „ნაციონალური მოძრაობის“ სამომავლო გეგმებს შეეხო.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა კიევში საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრა გამართეს. შეხვედრის ამსახველ ფოტოს პარტიის წევრები სოციალურ ქსელში აქვეყნებენ.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი აზერ სულეიმანოვი საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალურ მოძრაობაში" რჩება.
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 16 სამხედრო მოსამსახურე გარდაცვალების შემდეგ საქართველოს სახელმწიფო ორდენებითა და მედლებით დააჯილდოვა.
საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, სასახლის ეზოში საპატიო ყარაულმა დროშის ორიგინალი აღმართა, რომელიც შარშან გიორგი მარგველაშვილის ინიციატივით დამზადდა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიტვაში სამუშაო ვიზიტისას ლიტვის პრემიერ მინისტრთან, საულიუს სკვერნელისთან შეხვედრა გამართა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ ლიტვაში სამუშაო ვიზიტისას ატლანტიკური საბჭოს საპატიო წევრთან, ალექსანდერ ვერშბოუსთან შეხვედრა გამართა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ ლიტვაში სამუშაო ვიზიტისას ლიტველ კოლეგასთან, ლინას ლინკევიჩიუსთან. ორმხრივი შეხვედრა გამართა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.