საქართველოს მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი - განათლების რეფორმა იწყება - მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, რეფორმის პრეზენტაციას, მთავრობის წევრებთან ერთად, საქართველოს პრემიერ მინისტრი დაესწრო.
"დღეს გვაქვს ასეთი მოდელი - ძლიერი პრემიერ მინისტრი, სუსტი მთავრობა, სუსტი პარლამენტი, სუსტი პრეზიდენტი - ეს არის მოქმედი კონსტიტუციის საერთო ბუნება", - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შსს-ს აკადემიის სტუდენტებთან შეხვედრისას.
შეწყალების სახელმწიფო კომისიის ხელმძღვანელის, ზვიად ქორიძის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტმა საახალწლოდ 175 პატიმარი შეიწყალა.
მოსმენებთან დაკავშირებით გააქტიურებულ საკითხს „რეფორმატორების“ თავმჯდომარე ეხმაურება და პარლამენტს განსახილველად ალტერნატიულ მოდელს სთავაზობს. ირაკლი ღლონტი აღნიშნავს, რომ მისთვის მიუღებელია არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებები დამოუკიდებელი სააგენტოს შექმნის შესახებ.
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ ”ნაციონალური მოძრაობის” წევრი ირაკლი აბესაძე აირჩიეს.
8 წელია, “ ნაციონალური მოძრაობის” ორომტრიალში ვარ, ვიცავ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ მემკვიდრეობას და ბოლოს მიშასგან ვიღებ მოღალატის იარლიყს (ის, რომ მიშას ეს სიტყვა არ უთქვამს, როგორც ბაქრაძის ინტერვიუს შემდეგ ახსნა, თვალთმაქცობაა: მას უხარია, მისი "ხუნვეიბინები" რომ ილანძღებიან ჩვენი მისამართით, ახალისებს ამას და თავად ყოფილ თანამებრძოლებს გვეძახის). ეს ჩემთვის აღარაა პოლიტიკა, ამას სულ სხვა სახელი ქვია, - წერს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი დავით დარჩიაშვილი სოციალურ ქსელში.
არც ერთ საჯარო თუ შიდა პარტიულ გამოსვლაში მე სიტყვა "მოღალატე" არ გამომიყენებია, - ასე პასუხობს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საპარლამენტო უმცირესობის ლიდერს, დავით ბაქრაძეს, რომლის განცხადებითაც სააკაშვილმა თანაგუნდელებს მოღალატეები უწოდა.
„მიხეილ სააკაშვილის ჩართვა ზუგდიდში, არ შემიძლია, არ აღვნიშნო, სადაც მან პარტიის ლიდერების ნაწილს უწოდა მოღალატეები - ეს უკვე მორალური ზღვარიც აღარ არის პარტნიორებთან დამოკიდებულების", - აღნიშნული განცხადება საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა, დავით ბაქრაძემ "რუსთავი 2"-ის პირდაპირ ეთერში გააკეთა.
საქართველოს პრემიერ მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი ოპერის სახელმწიფო თეატრში ხანუქას დღესასწაულისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას დაესწრო.
„გვქონდა ძალიან პროდუქტიული შეხვედრა. ერთად ვიმსჯელეთ სამომავლო მუშაობის გეგმებზე. კომისია მუშაობას განაახლებს უკვე ნაახალწლევს, დაახლოებით იანვრის შუა რიცხვებიდან დაიწყება კომისიის სამუშაო ჯგუფების სხდომები", - აღნიშნული განცხადება საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარემ კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.