"ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ჩიორა თაქთაქიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას, საპარლამენტო უმცირესობის წევრი ოთარ კახიძე ეხმაურება.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი სერგო რატიანი აცხადებს, რომ პარტიამ ცენტრალური ოფისიდან 20-მდე თანამშრომელი დაფინანსების 100 000 ლარით შემცირების გამო გაათავისუფლა.
საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ამოქმედდება შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებული განახლებული რეგულაციის ძალაში შესვლასთან ერთად, - აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
თქვენ გადასახადებს წევთ, ნაკლებ ფულს უტოვებთ ადამიანებს და ბიზნესს, წინასწარ რატომ არ უთხარით ამომრჩეველს რომ აქციზის გაზრდას აპირებდით? სად წერია თქვენს პროგრამაში, ან რომელ თქვენს კლიპში იყო ეს? თუ არ წერია, რატომ მოატყუეთ ამომრჩეველი? - მიმართა საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელმა, გიგა ბოკერიამ ფინანსთა მინისტრს პარლამენტში, სადაც დღეს ეკონომიკური ბლოკის მინისტრებთან შეხვედრა გაიმართა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, იოჰანეს დუმას შეხვდა.
”ბატონებო, მე შეიძლება ვთვლიდე, რომ თქვენ არ შეგიძლიათ ლარის დასტბილურება, ეკონომიკის წინ წაყვანა, ქვეყნის მართვა, მაგრამ არ მჯერა, რომ ცურვა მაინც არ იცით. ცურვა ნიშნავს იმას, რომ ზედაპირზე იმყოფები, მაგრამ როდესაც მუდმივად ქვემოთ და ქვემოთ ეშვები, ეს ცურვა აღარ არის, ეს მცურავი კი არა, დამხრჩვალი კურსია", - განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა, დავით ბაქრაძემ ეკონომიკური ბლოკის მინისტრებთან შეხვედრისას.
საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერის, ეკა მიშველაძის განცხადებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ბიუჯეტი ოპტიმალურია.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე აცხადებს, რომ "ინფორმაცია სამინისტროდან თანამშრომლების გაგდების შესახებ, სიმართლეს არ შეესაბამება". მინისტრის თქმით, უწყებაში მხოლოდ კადრების ოპტიმიზაცია მიმდინარეობს.
ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის პოსტზე საქართველოს კანდიდატის, ზურაბ პოლოლიკაშვილის წარდგენის ღონისძიება გაიმართა.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი აცხადებს, რომ ენერგეტიკის მინისტრის, კახა კალაძის შეხვედრები რუსულ კომპანიებთან, "სტანდარტული მოლაპარაკებებია".
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.