ეუთო-ს მინისტრთა საბჭოზე, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ პირველად, საქართველოს მეგობარი ქვეყნების მიერ გაკეთდა განცხადება კონფლიქტის თემაზე, რომელიც მინისტერიალის დოკუმენტთა პაკეტში შევა. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
საქართველოს პრემიერ მინისტრი ყაზახეთის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებას დაესწრო.
საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ყველას მოუწოდებს, საბანკო სექტორისა და საფინანსო ინსტიტუტების მიმართ დაუსაბუთებელი ბრალდებების გამოთქმისგან თავი შეიკავონ.
პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, საკონსტიტუციო კომისიის ფორმატთან დაკავშირებით, კონსულტაციების პრეზიდენტსა და მთავრობასთან გამართვის შემდეგ, საბოლოო პოზიცია ჩამოყალიბდა, რომ მუშაობა საპარლამენტო ფორმატში წარიმართოს.
თუ ვინმემ ადმინისტრაციული ხარჯების ოპტიმიზაცია გაიგო ისე, რომ საბავშვო ბაღებში ბავშვებს რაციონი უნდა შევუმციროთ, ეს არის დანაშაულებრივი გადაწყვეტილება, - ასე გამოეხმაურა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, თელავში საბავშვო ბაღების სისტემაში კვების რაციონიდან მნიშვნელოვანი საკვების სახეობები ამოიღეს.
თედო ჯაფარიძე საგარეო ურთიერთობების საკითხებში პრემიერ მინისტრის მრჩევლად დაინიშნა. საქართველოს პრემიერ მინისტრის განცხადებით, თედო ჯაფარიძე ყველასთვის ცნობილი, უაღრესად გამოცდილი, უმაღლესი რანგის პროფესიონალია, რომლის მუშაობა გუნდში, საგარეო მიმართულებით საქართველოს უმნიშვნელოვანესი გეგმების განხორციელების საქმეში, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.
მთავრობა საქართველოს ელექტროგადამცემი ქსელის განვითარების ათწლიან გეგმას დაამტკიცებს, - პრემიერ მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, 2017-2027 წლების სამოქმედო გეგმა, რომელსაც ენერგეტიკის სამინისტრო წარადგენს, გადამცემი ქსელების სისტემის ძალიან მნიშვნელოვან მოდერნიზებას ითვალისწინებს.
დიდი იმედი გვაქვს, რომ ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებული მთლიანი პროცედურა უახლოეს დროში დასრულდება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
ჰამბურგში, ეუთო-ს მინისტრთა საბჭოს 23-ე შეხვედრის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთო-ს წარმომადგენელს, დუნია მიატოვიჩს შეხვდა.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, პირველ მოადგილესთან ირაკლი მატკავასთან და მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორთან, გიორგი შუხოშვილთან ერთად, გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის კავკასიის რეგიონული ბიუროს წარმომადგენლებს შეხვდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.