საქართველოს პრემიერ მინისტრი იაპონიის ეროვნული დღესასწაულისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებას დაესწრო.
პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საქართველოში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაციის ხელმძღვანელს, ბილიანა მილოშევიჩს და პროგრამის კოორდინატორს უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების საკითხებში, ლინა მილნერს შეხვდა.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, პრეზიდენტი და პრეზიდენტის წარმომადგენლები საკონსტიტუციო კომისიაში მონაწილეობის მიღებისგან თავს შეიკავებენ.
საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი კომპანია „China Tianchen Engineering Corporation“-ის წარმომადგენლებს შეხვდა.
საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ფიქრობს, რომ საქართველო ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრობის შემთხვეევშიც კი, არ შეუქმნის რუსეთს საფრთხეს.
ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში, გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის პოსტზე, საქართველოს კანდიდატის, ზურაბ პოლოლიკაშვილის საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ღონისძიება გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე მიიღებს.
საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი „უკიდურეს აღშფოთებას“ გამოთქვამს სტამბულში მომხდარი ტერაქტის გამო, რომელსაც რამდენიმე ათეული ადამიანი ემსხვერპლა - უსამძიმრებს დაღუპულების ოჯახებსა და ახლობლებს, თურქ ხალხს და ხელისუფლებას.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი "ღრმა მწუხარებას" გამოთქვამს "სტამბულში მომხდარი ორი აფეთქების გამო".
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრს, სოზარ სუბარსა და გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარს, ფილიპო გრანდის შორის ჟენევაში შეხვედრა გაიმართა.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი სეთურიძე სამინისტროში დაანონსებულ რეორგანიზაციასა და ახლადდანიშნული მინისტრის, ზურაბ ალავიძის მიერ განხორციელებულ საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით აცხადებს, რომ გზების დეპარტამენტში რესტრუქტურიზაცია იგეგმება, თუმცა, დეპარტამენტის ხელმძღვანელს ამ ეტაპზე ცვლილება არ შეეხება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.