პოლიტიკა

ნინო ბურჯანაძე თეთრიწყაროს რაიონში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა, სადაც მათ პარტიის წინასაარჩევნო პროგრამა გააცნო და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარუდგინა.

სრულად...

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, იან კელის განცხადებით, საქართველოში საარჩევნო კამპანია მიმდინარეობს ძალიან წყნარად და ეს აშშ-ს აძლევს ოპტიმიზმის საფუძველს, რომ არჩევნები თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარდება.

სრულად...

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან შესაძლო პროვოკაციაზე საუბრისას ექსპერტი გია ხუხაშვილი აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში თუკი პარლამენტში მხოლოდ ორი პარტია – "ქართული ოცნება" და "ნაციონალური მოძრაობა" მოხვდა, შესაძლოა ამ უკანასკნელმა "არჩევნების ტოტალური გაყალბების მომიზეზებით" უმაღეს საკანონმდებლო ორგანოში შესვლაზე უარი განაცხადოს და პროცესებმა ქუჩაში გადაინაცვლოს.

სრულად...

"ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" გენერალური მდივანი და პარტიის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი კახა კალაძე „ნაციონალური მოძრაობის“ მოწოდებას, დაასახელოს თბილისში აქციის გამართვის თარიღი, ეხმაურება და აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ თბილისში აქციის გამართვას არ გეგმავს.

სრულად...

"ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" გენერალური მდივანი და პარტიის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი კახა კალაძე „ნაციონალური მოძრაობის“ მოწოდებას, დაასახელოს თბილისში აქციის გამართვის თარიღი, ეხმაურება და აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ თბილისში აქციის გამართვას არ გეგმავს.

სრულად...

ჩხოროწყუში 2014 წელს მომხდარ ფაქტს, კერძოდ თავდაცვის მინისტრის, ლევან იზორიას ბიძაშვილის მიერ "ქართული ოცნების" ადგილობრივი ხელმძღვანელობის მიმართ გამოხატულ მუქარას, რომლის ამსახველ ვიდეო კადრებსაც სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2" ასაჯაროვებს, თავდაცვის ყოფლი მინისტრი თინა ხიდაშელი აფასებს.

სრულად...

თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია კიდევ ერთ სკანდალში ეხვევა. პოსტსკრიპტუმმა 2014 წლით დათარიღებული ვიდეოკადრები მოიპოვა, რომელიც ჩხოროწყუში "ქართული ოცნების" ოფისშია გადაღებული.

სრულად...

საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ჟურნალისტებთან საუბრისას "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას განცხადებას გამოეხმაურა.

სრულად...

წარმოუდგენელია, ჩვენც და „ქართულმა ოცნებამაც“ დასკვნითი კამპანიური შეხვედრა ერთი და იგივე ქალაქში, ერთი და იგივე ადგილზე ჩავატაროთ, ეს იქნება ძალიან დიდი პროვოკაციის წყარო, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ თბილისში დასკვნითი საარჩევნო კამპანიის თარიღზე საუბრისას.

სრულად...

თუ ივანიშვილი საქართველოს დაუდგება წინ, ეს იგივეა, რომ გაქანებულ მატარებელს დაუდგეს წინ და მაშინ მატარებელი მაინც გაივლის, ივანიშვილი კი დარჩება რელსებზე, - ასე მიმართა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ბათუმში ბულვარის კოლონადებთან შეკრებილ მხარდამჭერებს სატელეფონო ზარით.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი