"რესპუბლიკური პარტია" პრემიერ მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის არჩევნების უსაფრთხო გარემოში ჩატარებასთან დაკავშირებით, სხვადასხვა პარტიებთან მემორანდუმის გაფორმების შეთავაზებას ეხმაურება. აღნიშნულთან დაკავშირებით "რესპუბლიკური პარტია" განცხადებას ავრცელებს.
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ღია სამეზობლო - კომუნიკაცია პარტნიორობის გაძლიერებისთვის: ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოს მოქალაქეებთან დაკავშირება“ კვლევის მიხედვით, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის ყველაზე პოზიტიური განწყობა ევროკავშირის მიმართ საქართველოს და მოლდოვას მოქალაქეებს აქვთ.
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის(IDFI)-ის კვლევის თანახმად, თბილისის საკრებულოს დაფინანსება ბოლო 4 წლის განმავლობაში გაორმაგდა, შედეგად, თუ 2011 წელს საკრებულოს დაფინანსება 6,072,200 ლარი იყო, 2016 წლის გეგმა 14,052,000 ლარს შეადგენს
„ქართული ოცნება“ მზად არის მემორანდუმი გაუგზავნოს არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ პარტიებს და მათთან დაიწყოს კონსულტაციები“,-განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.
საქართველო ნატო-ს წევრობის კანდიდატი ქვეყანა და ერთ-ერთი ყველაზე ინტეგრირებული პარტნიორია, რომელიც უწევს მხარდაჭერას ნატო-ს ქმედებებს ავღანეთში, - განაცხადა ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა, უილიამ ლაჰიუმ სომხურ საინფორმაციო-ანალიტიკურ ვებგვერდ „1in.am“-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.
2012 წელს კოალიციის გამარჯვების შემდეგ, "ნაციონალურ მოძრაობას" 6 თვეში უნდოდა გადატრიალების მოწყობა, - განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრემიერ მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა რაჭაში, ჟურნალისტებთან და ადგილობრივებთან შეხვედრის დროს.
საქართველოს ყოფილი პრემიერ მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილსა და "ნაციონალურ მოძრაობას" "შიშსა და სიკვდილზე ჰქონდათ დაფუძნებული თავისი დემოკრატია".
საქართველოს ყოფილი პრემიერ მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის შეფასებით, ადგილობრივი ხელისუფლების დონეზე საკადრო პოლიტიკა არც ისე ეფექტურია და გამგებლების დიდ ნაწილს "მართვის ჩვევები" არ აქვს, მაგრამ რადგან 2014 წელს საქართველოში გამგებლების და მერების არჩევა პირდაპირი გზით პირველად მოხდა, ივანიშვილი იმედოვნებს, რომ გარკვეული დროის შემდეგ ამ მიმართულებით პროგრესი სახეზე იქნება.
"რესპუბლიკური პარტია" შეეკრა "ნაცებს" და დაუპირისპირდა "ქართულ ოცნებას" - ამისი ორი შემთხვევა დავასახელე, - განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრემიერ მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა რაჭაში ჟურნალისტებთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრისას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.