გიორგი კვირიკაშვილთან მაქვს სამუშაო ურთიერთობა, ასევე შეიძლება მუშაობა დავით უსუფაშვილთან, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა „TV პირველის“ ეთერში.
ბიძინა ივანიშვილისგან ჩემი მართვა არ ხორციელდებოდა არც ერთ ეტაპზე გარდა იმ პერიოდისა, როდესაც მე ვიყავი მინისტრი, - აღნიშნული განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა "TV პირველის" ეთერში არაფორმალურ მმართველობასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად გააკეთა.
როდესაც ამხელა თანამდებობის პირი აკეთებს ასეთი ტიპის განცხადებას, პასუხი არ უნდა იყოს მარტო ქილიკი, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა "TV პირველის" ეთერში შს მინისტრის მიერ დესტაბილიზაციასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების გამოხმაურებების შეფასებისას.
მე არ მგონია, რომ პოზიტიურია ის პოზიცია, რომელსაც ჩვენი ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი აფიქსირებს, როგორც ქართულ-უკრაინული ურთიერთობების კონტექსტში, ისე საქართველოში წინაასაარჩევნო პროცესში, - აღნიშნული განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა "TV პირველის" ეთერში გააკეთა.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პრეზიდენტის სასახლეში „შენი ხმა ჩვენი მომავალია“ კამპანიის მონაწილე 500-მდე ახალგაზრდას შეხვდა და სერთიფიკატები გადასცა.
"ქართული ოცნება" "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას განცხადებით ეხმაურება.
არ ვიცი სად გაიხსნა 100 და 160 საწარმო საქართველოში, არც ერთ რეგიონში მსგავსი საწარმოები და დამატებითი სამუშაო ადგილები არ არის”, - განაცხადა ,„ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ წყალტუბოსა და ხონის მოსახლეობასთან შეხვედრისას.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ირმა ნადირაშვილის განცხადებით, გორში, “ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარობის კანდიდატს და აქტივისტებს ”ქართული ოცნების” მხარდამჭერები დაუპირისპირდნენ. ინციდენტი სოფელ ფლავისმანში მოხდა, სადაც ბადრი ბასიშვილს ამომრჩეველთან შეხვედრის საშუალება არ მისცეს.
ჩვენ პროფესიონალების, გულანთებული ადამიანების გუნდი ვართ, - აღნიშნული განცხადება საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ჩოხატაურში ადგილობრივებთან შეხვედრისას გააკეთა.
მინდა, როგორც თქვენმა მეგობარმა, გთხოვოთ, ყველამ ერთად, ყველას მონაწილეობით შევქმნათ ის ერთიანი, ძლიერი ენერგია, რომელიც მძივებად აკინძავს მთელ საქართველოში თუნდაც ყველაზე პატარა პოზიტიურ მუხტს და ამ ქვეყანას გააერთიანებს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ჩოხატაურში, “ქართული ოცნების” მხარდამჭერებთან გამართულ შეხვედრაზე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.