გოდერძი ბუკიას ნაცვლად, ხობის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში დეპუტატობის კანდიდატად ”ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო” ბანკი ”ქართუს” თანამშრომელს, ირაკლი ბერაიას წარადგენს.
„ცენტრისტების“ წევრები თემურ ხაჩიშვილი და ლადო ბედუკაძე არჩევნებში მონაწილეობას „საქართველოს კომუნისტური პარტია – სტალინელების“ სახელით მიიღებენ.
მიუხედავად ჩვენი ეროვნებისა, ჩვენი რელიგიური კუთვნილებისა, საქართველოს ყველა მოქალაქე უნდა დადგეს ერთად, რათა მომავალი 4 წლის განმავლობაში მოვიტანოთ მნიშვნელოვანი, შეუქცევადი ცვლილებები ჩვენი ქვეყნის განვითარებაში,- განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გარდაბანში, მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაზე.
"ნაციონალურ მოძრაობას" ვურჩევ, სპეკულაციებს თავი დაანებოს და საკუთარ საარჩევნო სიას გადახედოს, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა "ქართული ოცნების" გორის მაჟორიტარობის კანდიდატის, იოსებ მაკრახიძის ნასამართლობასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებმა ლანჩხუთში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ნინო კვიტაიშვილი წარადგინეს.
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, პარტიის ცენტრალური შტაბის უფროსმა კახა კალაძემ მარნეულის მოსახლეობას გვერდით დგომისთვის მადლობა გადაუხადა.
ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, პარტიის ცენტრალური შტაბის უფროსმა კახა კალაძემ ბოლნისის მოსახლეობას სიტყვით მიმართა. ბოლნისში პრემიერმა და ვიცე პრემიერმა მოსახლეობას პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარუდგინეს.
ხობის საარჩევნო ოლქში ”ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატმა, გოდერძი ბუკიამ კანდიდატურა მოხსნა. ბუკია კანდიდატურის მოხსნის შესახებ სოციალურ ქსელში წერს და აცხადებს: "დამარწმუნეს, რომ ამით პარტიისთვის არავითარ უხერხულობას არ ვქმნი".
ცენტრალური საარჩევნო კომისია საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების თემას სპეციალური განცხადებით ეხმაურება. ცესკო-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია მაქსიმალურ ძალისხმევას ჩადებს და უზრუნველყოფს საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების პროცესის მაღალი პროფესიული სტანდარტებით წარმართვას.
უამრავი სპეკულაციის მიუხედავად, რომელსაც ვისმენთ, დარწმუნებულნი ვართ, რომ მაჟორიტარების გუნდი სწორად დავაკომპლექტეთ, - განუცხადა პრემიერმა ჟურნალისტებს ბოლნისში, დმანისსა და მარნეულში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენის შემდეგ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.