ხობის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ”ქართული ოცნების” დეპუტატობის კანდიდატად პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ცოტა ხნის წინათ ირაკლი ბერაია წარადგინა.
"პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე და პაატა ბურჭულაძის მრჩეველი ეთნიკურ საკითხებში აგიტ მირზოევი, დღეს მარნეულში იმყოფებოდნენ. პლატფორმის წევრებმა მარნეულში მოროგი ოფისი გახსნეს და მოსახლეობასთან შეხვედრა გამართეს.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი თურქეთში, ქალაქ გაზიანტეპში მომხდარი ტერაქტის გამო მწუხარებას გამოთქვამს. მისი განცხადებით, საქართველო მკაცრად გმობს ტერორიზმს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილი თეთრიწყაროს მოსახლეობას შეხვდა, სადაც რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გოდერძი ჩანქსელიანი წარადგინა.
პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ხობის მაჟორიტარი დეპუტატობის ყოფილმა კანდიდატმა, გოდერძი ბუკიამ ქვეყნისთვის არანაკლებ მნიშვნელოვან სფეროში, ბიზნესსექტორში დაბრუნება არჩია.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიორგი კვირიკაშვილმა წალკის მოსახლეობას, წალკა-დმანისის გაერთიანებული საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი კახა ოქრიაშვილი წარუდგინა.
საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი თურქეთის სამხრეთით მდებარე ქალაქ გაზიანტეპში ქორწილის დროს მომხდარი ტერაქტის გამო, მწუხარებას გამოთქვამს. მისი თქმით, საქართველო გმობს ტერორიზმს და იმედოვნებს, რომ მსოფლიო თანამეგობრობის ძალისხმევით ყველაფერი გაკეთდება მის დასამარცხებლად.
პარტია "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ "წალენჯიხა-ჩხოროწყუს გაერთიანებულ ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ლევან ქარდავა წარადგინა.
მოძრაობის „პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“ ახლქალაქსა და ნინოწმინდაში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, არტიუშ ამბარცუმიანმა პარტია დატოვა. როგორც არტიუშ ამბარცუმიანი მან პარტია, ვაშაძე-ჯაფარიძე-ახალი არჩევანის ბლოკთან გაერთიანების გამო დატოვა.
„ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“ პაატა ბურჭულაძის ახლადშექმნილ საარჩევნო ბლოკს არ შეუერთდება. განცხადება ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ბაჩუკი ქარდავამ საკუთარი „ფეისბუკის“ გვერდზე გაავრცელა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.